საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (22 მაისი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0113 პუნქტით გაუფასურდა.
„ეს ნამდვილად არის წინგადადგმული ნაბიჯი და თუ თქვენ შეძლებთ საზოგადოებაში კონსენსუსის მიღწევას სხვადასხვა საკითხებზე, ვფიქრობ, რომ იქნება ძალიან კარგი კონსტიტუცია“, პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული განცხადება ვენეციის კომისიის მდივანმა, თომას მარკერტმა დღეს, ბერლინში გააკეთა, სადაც კონსტიტუციურ პროექტს განიხილავენ.
მინდა ვთხოვო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და პარლამენტს შეიქმნას საგამოძიებო კომისია იმიტომ, რომ უბრალოდ ჩემთვის შეუძლებელია დავამტკიცო ჩემი სიმართლე, აღნიშნული განცხადება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლაშა თორდიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური თბილისის მერიის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის მიწების გადაცემის საკითხზე შუალედურ დასკვნას აქვეყნებს.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს, ზაკირ ჰასანოვს შეხვდა. შეხვედრაზე ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების საკითხები განიხილეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ლაშა თორდიასა და ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარი დაპირისპირების საქმეზე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.
„როგორიც არის ქვეყანაში კონსტიტუცია, ისეთია პოლიტიკური სისტემა, პოლიტიკური პროცესები, რაც ქართულმა გამოცდილებამაც ძალიან კარგად დაგვანახა“, პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული განცხადება ირაკლი კობახიძემ დღეს, ბერლინში, კონფერენციაზე გააკეთა, სადაც კონსტიტუციურ პროექტზე მსჯელობენ.
ჩვენ ყველას ერთად გვსურს და შეგვიძლია ვიცხოვროთ უკეთეს ქვეყანაში, უკეთეს თბილისში, აღნიშნული განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, ნიკა მელიამ თბილისის საარჩევნო პროგრამის სამუშაო ვერსიის განხილვაზე გააკეთა.
თბილისის მერი დავით ნარმანია ადასტურებს, რომ მისი კანდიდატურა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე განიხილება.
საქართველოს ოფიციალურ ვიზიტად აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ესტუმრა. აზერბაიჯანელ კოლეგას, გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მასპინძლობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.