შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვიზიტად საუდის არაბეთში ჩავიდა. ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაციის (BBC) ცნობით, ტრამპი მისი გაპრეზიდენტების შემდეგ პირველი ტურნეს ფარგლებში, ისრაელში, ვატიკანში, სიცილიასა და ბრიუსელში ჩავა.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი მზადაა დაეხმაროს საქართველოს ამბიციური თავდაცვის რეფორმის განხორციელების პროცესში. მნიშვნელოვანია, თქვენს მიერ არჩეული კურსი და პრინციპებისადმი ერთგულება, აღნიშნულია შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის, ჯეიმს მატისის წერილში, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჯეიმს მატისი საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებულ რეფორმებს მხარდაჭერას უცხადებს.
„ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიმართ მოლოდინი ძალიან დიდია და ეს ფორმატი ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან კავშირების გასაღრმავებლად უნდა გამოვიყენოთ“, პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული განცხადება ვარშავაში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის შესახებ განაცხადა, რომელიც 26-29 მაისს თბილისში გაიმართება.
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1970 წელს დაბადებული ბ.ე. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის ოფიციალურ პირებს უთხრა, რომ ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) დირექტორის, ჯეიმს კომის თანამდებობიდან დათხოვნამ შეამსუბუქა მასზე „დიდი ზეწოლა“. ინფორმციას BBC შეერთებული შტატების მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარემ, ჰერბერტ ზალბერმა დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გამართა.
მამა გიორგი მამალაძეს სახაზინო ადვოკატი დაენიშნა. ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაშია ნათქვამი.
სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 19 მაისს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 150 კმ2 ფართობის მქონე ფრონტალური სეტყვასაშიში ღრუბლის მასა გაანეიტრალა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.