მოვითხოვთ, რომ ე.წ. ღამის მგლების დანარჩენ წევრებსაც უარი ეთქვას ჩვენს ქვეყანში შემოსვლაზე, აღნიშნული განცხადება „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი კანდელაკმა ცოტა ხნის წინათ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები ლაგოდეხიდან ჩრდილო-დასავლეთით 18 კმ-ში, სოფელ ზემო ხეჩილიდან 8 კმ-ში დაფიქსირდა.
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის 30-მა კონგრესმენმა ქვეყნის პრეზიდენტს საქართველოს მხარდამჭერი განცხადებით მიმართა.
„კონგრესმენების წერილი ეს არის დადასტურება საქართველოსადმი აშშ-ის ძალიან დიდი მხარდაჭერის. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს აქვს ორპარტიული მტკიცე მხარდაჭერა კონგრესში", აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ გააკეთა.
არ მოდიან, დამშვიდდით, ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას საქართველოში რუსი ბაიკერების, ე.წ. ღამის მგლების მიერ დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით.
რუს ბაიკერებს, ე.წ. ღამის მგლებს საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვათ. აღნიშნული ინფორმაცია Guardian.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
თვითმკვლელის მიერ განხორციელებულმა თავდასხმამ ავღანეთში ნატო-ს მისიის შემადგენლობაში მყოფ ბადრაგზე, სულ მცირე რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ამერიკის შეერთებული შტატების და რუსეთის პრეზიდენტები სატელეფონო საუბრისას შეთანხმდენ სირიაში ცეცხლის შეწყვიტისთვის თავიანთი ბერკეტები გამოიყენონ და შეაჩერონ სამოქალაქო ომი, რომელიც ქვეყანაში 2011 წლის შემდეგ მიმდინარეობს.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველო-ისრაელს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-წლისთავისა და ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო.
ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის 69–ე დამოუკიდებლობის დღისა და ისრაელი–საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25–ე იუბილეებს ეხმაურება და საქართველოში ისრაელის საელჩოს მისალოც წერილს უგზავნის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.