ევროპის საბჭო დადებითად აფასებს საქართველოს ძალისხმევას ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში, საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, აღნიშნული განცხადება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ, გაბრიელა ბატანი-დრაგონიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
კიმ ჩენ ნამის მკვლელობის გამო, მზარდი დიპლომატიური სკანდალის ფონზე, ჩრდილოეთ კორეამ მალაიზიელებს ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა, საპასუხოდ კი მალაიზიამ ქვეყნის დატოვება ჩრდილოეთ კორეის საელჩოს ოფიციალურ პირებს აუკრძალა.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ახალ ბრძანებას, რომელიც 6 მუსულმანური სახელმწიფოდან მოქალაქეების შეერთებულ შტატებში შესვლას 90 დღით კრძალავს.
ქიბარ ხალვაში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს „რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით ტელეკომპანიასა და სახელმწიფოს შორის დავაში მესამე მხარედ ჩართვის მოთხოვნით მიმართავს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მისი ვიზიტისას კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (6 მარტი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0315 პუნქტით გაუფასურდა.
სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული, შპს „ჰიგიენას“ ყოფილი ხელმძღვანელი, ირაკლი ცეცხლაძე ბრალდებულის სახით დააკავეს.
საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივას მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი გამოეხმაურა.
„მივესალმები პრემიერ მინისტრის ამ ინიციატივას. ეს იქნება სპეკულაციის დასრულებისკენ გადადგმული ნაბიჯი, იმიტომ რომ შეიქმნება ობიექტური წყარო, რომელიც მედიაში არსებულ მდგომარეობას დააკვირდება და საზოგადოებას მედია სივრცეში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდის“, - პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული განცხადება მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივასთან დაკავშირებით გააკეთა.
საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას განცხადებით, პროკურატურამ დღეს საპატრიარქოდან დეკანოზ გიორგი მამალაძის პირადი დოკუმენტაცია ამოიღო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.