„რუსთავი 2“-ის პროცესებში ჩართულ მხარეებს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს, საკონსტიტუციო სასამართლოს და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე, არხზე შენარჩუნდეს არსებული სტატუს-კვო, აღნიშნული განცხადება ტრადიციულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ გააკეთა.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, მაუწყებლისთვის ახალი შენობა აშენდება.
თბილისში ყოველწლიური, ოთხდღიანი საერთაშორისო კონფერენცია - „ქალები პოლიციაში“ გაიხსნა. შს სამინისტროს ცნობით, ღონისძიებაში საქართველოსა და 18 ქვეყნის, მათ შორის, პოლონეთის, საბერძნეთის, მოლდოვის, თურქეთის და სხვა სახელმწიფოების წარმომადგენელი პოლიციელი ქალები მონაწილეობენ.
„ეს პროექტი გვეხმარება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტის განხორციელებაში, რაც არის ჩვენი ეკონომიკური რეფომების განხორციელება და ასევე განსაკუთებით აღვნიშნავ, რომ ეს პროექტი ჩვენ დაგვეხმარება პარლამენტის ინსტიტუციურ გაძლირებაში, რაც არის ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა და უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ გვაქვს ძალიან ამბიციური და შორს მიმავალი გეგმები პარლამენტის ინსტიტუციური განვითარების კუთხით“.
საქართველო-საბერძნეთის ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადადის, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ამის შესახებ საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოს კოძიასი და საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ყატარის სახელმწიფოს ელჩს, მუბარაქ ბინ ნასერ მუბარაქ ალ ხალიფას შეხვდა.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ გამოთქმულ ინიციატივას იწონებს.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან არსებული ორი კონტროლირებადი გამშვები პუნქტის დახურვას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ეს გადაადგილების თავისუფლებასა და ადგილობრივი მცხოვრებლების საარსებო წყაროს კიდევ უფრო შეზღუდავს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თავად საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
სტრასბურგში სამუშაო ვიზიტისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისში შეხვედრა გამართა. მინისტრი კაბინეტის უფროსს, იზილ გაშეს შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.