"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ მასზე თავდასხმა განხორციელდა. გვარამია მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
თბილისის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ „ნაციონალური მოძრაობის" წევრთა ნაწილთან პარტიის ოფისში შეხვედრა გამართა.
სოფელ ჯარიაშენთან, საოკუპაციო ხაზთან მდებარე ღვთისმშობლის სახელობის სალოცავთან, ე.წ. მესაზღვრეებმა ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს.
თბილისში საშობაო ალილოს მონაწილეთა მსვლელობა დასრულდა. მსვლელობაში მონაწილე მრევლი და სასულიერო პირები სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ, სადაც სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინა.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის სასახლეში ალილოს მსვლელობის მონაწილეებს საშობაო საჩუქრები ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად გადასცა.
შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბულის ათათურქის აეროპორტის მიმართულებით დღეს 4 რეისი გაუქმდა. ამის შესახებ Guardian.ge-ს აეროპორტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის, გიორგი სეთურიძის განცხადებით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 188-ე კმ-ზე სოფელ შორაპანთან მოძრაობა აღდგენილია.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში ქრისტეს შობისადმი მიძღვნილ ლიტურგიას დაესწრო.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში საშობაო წირვას დაესწრო.
პრეზიდენტი შობის დღესასწაულს ტრადიციისამებრ, დუშეთში წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში შეხვდა. გიორგი მარგველაშვილი საშობაო ლიტურიგიას პირველ ლედისთან, მაკა ჩიჩუასთან ერთად დაესწრო. სახელმწიფოს მეთაურმა მართლმადიდებელ მრევლს ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.