ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ამ დროის (10 ოქტომბერი. 12:00 სთ) პირველადი მონაცემებით, საქართველოს რეგიონებში 51 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან 38 ოლქის მონაცემებია დათვლილი, რომლის მიხედვითაც, 14-ში მეორე ტური არ გაიმართება, 24-ში კი გაიმართება.
ალექსი პეტრიაშვილმა "თავისუფალი დემოკრატები" დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, თბილისში, ვაკის #3 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ამ დროისთვის (10 ოქტომბერი, 11:30 საათი) სულ არსებული 35 უბნიდან მონაცემები ყველა უბანშია დათვლილი.
შეერთებული შტატების პრეზიდენტობის "რესპუბლიკელი" კანდიდატი დონალდ ტრამპი სასტიკად დაესხა თავს ჰილარი კლინტონს და მის მეუღლეს. მან უარყო მის მიმართ გამოთქმული ბრალდებები ქალების სექსუალური შეურაცხყოფის მიყენების შესახებ და თქვა, რომ მისი მხრიდან ქალების გაუპატიურებას არასდროს არ ჰქონია ადგილი, სამაგიეროდ კი იგი ცხარე საპრეზიდენტო დებატებში თავს დაესხა ყოფილ პრეზიდენტს, ბილ კლინტონს. ამის შესახებ BBC წერს.
ლენტეხის, მესტიის, ცაგერის, ამბროლაურის და ონის #58 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ამ დროისთვის (10 ოქტომბერი, 10:30 საათი) სულ არსებული 167 უბნიდან მონაცემები ყველა უბანშია დათვლილი.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 3 702 უბნიდან ამ დროისთვის 3699 უბნის შედეგები აქვს დათვლილი, რაც ხმების 99,92 %-ს შეადგენს.
ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა საარჩევნო პროცესის მშვიდობიანად წარმართვისთვის და ეს მიზანი მიღწეულია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებში 51%-ით "ქართული ოცნების" კანდიდატი ზურაბ კუპატაძე ლიდერობს. აღნიშნული შედეგი საბოლოოა, რადგან არსებული 58 უბნიდან ყველა უბანი დათვლილია.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატი დავით შერაზადიშვილი 48.69%-ით ლიდერობს. აღნიშნული შედეგი საბოლოოა, რადგან არსებული 62 უბნიდან ყველა უბანი დათვლილია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.