მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, მოახდინონ დროული რეაგირება სამართალდარღვევის ფაქტზე და უმკაცრესად დაისაჯონ დამნაშავეები, რომელი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერებიც არ უნდა იყვნენ ისინი, - ასე გამოეხმაურა პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში მომხდარ ინციდენტს.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 423 უბნის პირველადი მონაცემები გაასაჯაროვა. ხმები ასე გადანაწილდა:
ძალიან ბევრ უბანში ძალიან დამაჯერებლად ლიდერობს "ნაციონალური მოძრაობა" და იკვეთება სურათი, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ამ წუთის მდგომარეობით, ძალიან სერიოზულად იბრძვის და გააჩნია შანსი არჩევნებში გამარჯვების, - აღნიშნული განცხადება " ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სასახლეში დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს უმასპინძლა.
მე თვითონაც გაოგნებული ვარ, იმდენ ოლქში გვაქვს ახლა უპირატესობა, - აღნიშნული განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა Facebook live-ს დროს, ცოტა ხნის წინათ გააკეთა.
კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო მილიონ 814 276-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 51,63%-ია, - აღნიშნული განცხადება ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა, ანა მიქელაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ეგზიტ პოლის პირველადი შედეგების მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სანდრა რულოვსმა ზუგიდის 66-ე ოლქში 34.5% მიიღო, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ედიშერ თოლორიამ კი - - 58.4%.
4 ტელევიზიის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტ პოლის პირველად შედეგებს გამოეხმაურა ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა.
გერმანულ-ამერიკული კომპანიის GFK-ის ეგზიტ პოლის შედეგებს დავით ბაქრაძე საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხვალ დილით მთელი საქართველოს მოსახლეობა დარწმუნდება, რომ ამ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა“ პირველ ადგილზეა.
ჩემო მეგობრებო, მინდა მოგილოცოთ ეს უდიდესი გამარჯვება ჩვენი სახელმწიფოსი, ჩვენი სამშობლოს გამარჯვება, თითოეული ჩვენგანის გამარჯვება. ეს გამარჯვება არის დიდი ბრძოლით მოპოვებული - გილოცავთ, - ასე მიმართა მხარდამჭერებს საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ეგზიტ პოლის პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.