ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 3 702 უბნიდან ამ დროისთვის 3680 უბნის შედეგები აქვს დათვლილი, რაც ხმების 99,41 %-ს შეადგენს.
ამ დროისთვის არსებული მონაცემების მიხედვით, (9 ოქტომბერი, 16:50 საათი) გლდანის #21 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატი ლიდერობს.
ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ დროისთვის არსებული მონაცემების მიხედვით (9 ოქტომბერი, 14:00 საათი) მაჟორიტარული არჩევნების შედეგებს აქვეყნებს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ, დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას, მრევლს არჩევნების „მშვიდობიანად დასრულება“ მიულოცა. მისი თქმით, ეს არ არის მხოლოდ ერთი პარტიის წარმატება, არამედ, ეს არის საქართველოს გამარჯვება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული ამ დროის მონაცემებით (9 ოქტომბერი, 12:45 საათი)ახალციხისა და ადიგენის #44 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ლიდერობს.
ჩვენ ორი თვის განმავლობაში მოვუწოდებდით მოსახლეობას აქტიურობისკენ და ის პროცენტი რაც დაჯდა მონაწილეობის, არის ძალიან მნიშვნელოვანი, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ხარაგაულისა და ბაღდათის #51 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არსებული 74 საარჩევნო უბნიდან 60 უბანში დაფიქსირებული ხმების შედეგები ცნობილია.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ხაშურის #43 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ამ დროისთვის არსებული 52 საარჩევნო უბნიდან 13 უბანში დაფიქსირებული ხმებია დათვლილი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ხობის #64 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ამ დროისთვის 47 საარჩევნო უბნიდან 15 უბნის შედეგებია დათვლილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქვეყნის რამდენიმე რეგიონში რიგი ინციდენტები დაფიქსირდა, რომლებზეც სამართლდამცველებმა მყისიერი და ადეკვატური რეაგირება მოახდინეს. Guardian.ge განცხადებას სრულად გთავაზობთ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.