გერმანულ-ამერიკულმა კომპანია GFK-მ მთელი ქვეყნის მასშტაბით ეგზიტ პოლის შედეგები გამოაქვეყნა.
ოთხმა ტელეკომპანიამ - „იმედმა“, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, „მაესტრომ“ და GDS–მა ერთობლივად ჩატარებული ეგზიტ პოლის შედეგები გამოაქვეყნეს.
მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალების უსუსური პროვოკაციული ქმედებები ქართველი ხალხის არჩევანს საფრთხეს ვერ შეუქმნის, - აღნიშნული განცხადება პარტია "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
მარნეულის 48–ე საარჩევნო უბანთან მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი პაატა ბურჭულაძე და პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მოუწოდა, დამარცხება აღიაროს.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის თქმით, ვინც საარჩევნო პროცესებისთვის ჩრდილის მიყენებას და სამართალდარღვევის ჩადენას ცდილობს, ძალიან მკაცრად დაისჯება.
მარნეულის 48–ე საარჩევნო უბანთან მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, რომელიც პროვოკაციის მოწყობაში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ახმედ იმამყულიევის მხარდამჭერებს ადანაშაულებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 15:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 34.79% შეადგინა.
ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ საქართველოში დაბრუნებას არ აპირებს, პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, ირკალი კობახიძე ეხმაურება.
თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. საბურთალოს #1 საარჩევნო უბანზე, დედაქალაქის მერი მეუღლესთან ერთად მივიდა. როგორც დავით ნარმანიამ ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, მან მხარი ქვეყნის სწრაფ განვითარებას დაუჭირა.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო პროცესში არსებულ დარღვევებზე განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც სამგორის 22-ე საარჩევნო უბანზე, მთაწმინდის საარჩევნო უბანზე, ასევე ქუთაისის 27-ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა დაგვიანებით დაიწყო, ხოლო ზუგდიდის მე-18 საარჩევნო უბანზე 30-40 წუთით შეფერხდა პროცესი, ფოთის 61-ე ოლქში კი მე-8 უბანზე დაახლოებით 30 წუთით შეფერხდა " კენჭისყრისწინა პროცედურების განხორციელება".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.