ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ მინისტრად ბესლან ბარციცი დაინიშნა. ბრძანებას ბარციცის დანიშვნის შესახებ მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა, რაულ ხაჯიმბამ ხელი უკვე მოაწერა.

სრულად...

სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა საფრანგეთის ჩრდილოეთში, ქალაქ რუანში ხანძრის შედეგად. BBC-ის ცნობით, ტრაგიკული შემთხვევა ქალაქის ერთ-ერთ ბარში დაბადების დღის წვეულებაზე მოხდა.

სრულად...

ტრისტან წითელაშვილის თემა "ნაციონალური მოძრაობისა" და "რუსთავი 2"-ის მიერ სპეციალურად წამოწეული თემაა, - აღნიშნული განცხადება წითელაშვილის სკანდალთან დაკავშირებით, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა გააკეთა.

სრულად...

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მარიონეტული რეჟიმის გადაწყვეტილებით, დღეიდან ადმინისტრაციული საზღვარი სამი დღით ჩაიკეტება. „სპუტნიკ ასეტიას“ ცნობით, აღნიშნულ განცხადებას ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში აკეთებენ.

სრულად...

რიო-დე-ჟანეიროში, მარაკანას სტადიონზე ოლიმპიადის გახსნის ცერემონია გაიმართა. როგორც „როიტერსი“ წერს, ბრაზილიამ, ამაზონის, მსოფლიოს ყველაზე დიდი ტყის მფლობელმა, ცერემონია - მსოფლიოს მთავარი მოვლენა, რომელსაც 3 მილიარდი ადამიანი ადევნებს თვალყურს - გამოიყენა იმისათვის, რომ მოეწოდებინა, გაუფრთხილდნენ პლანეტას, დათესონ მცენარეები და ხელახლა დაიპყრონ მწვანე მიწა, რომელიც ევროპელებმა 500 წლის წინათ იპოვეს.

სრულად...

პოლიტიკური გაერთიანება„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“თავმჯდომარემ, პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა კახეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

 

სრულად...

„შინაურს თუ გარეულს, სტუმარს თუ საქართველოს მოქალაქეს, ყველას მოუხარია კახეთში, ყველა შეყვარებულია აქაურობაზე“,-  ასე მიმართა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და ვიცე პრემიერმა,კახი კალაძემ თელავში, მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენისას შეკრებილ მხარდამჭერებს.

სრულად...

"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა ერაყის სოფლებიდან გაქცეული ათასობით ადამიანი შეიპყრეს. აღნიშნულ ინფორმაციას "დოიჩე ველე" გაერო–ს ადამიანის უფლებების დამცველებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სრულად...

ინდოეთის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით მდებარე ასამის შტატში, შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა ბაზართან ახლოს, ხალხმრავალ ადგილას ცეცხლი გახსნეს.

სრულად...

დღეიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 270 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსდამთავრებულთა ფიცის დადების ცერემონია ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ბაზა „ალგეთზე“ გაიმართა. რეკრუტებს შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანება თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მიულოცა. აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი