ბორჯომში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო ინფორმაციას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ, პრემიერ მინისტრის დავალებით, ადგილზე კოორდინირებულად მუშაობს ყველა შესაბამისი უწყება, მიმდინარეობს ზარალის ოდენობის შეფასება ყველა ლოკაციაზე.
შეერთებული შტატების ოფიციალური პირები არ მოელიან, რომ 15–16 ივლისის წარუმატებელ სამხედრო გადატრიალებაში თურქეთის მიერ ბრალდებულ იმამ ფეთჰულაჰ გიულენის თურქეთში ექსტრადიცია განხორციელდება, რადგან ისინი დარწმუნებული არ არიან, რომ ანკარას მიერ წარმოდგენილი სამხილი საკმარისია და ამავე დროს შეწუხებულნი არიან თურქეთის ოფიციოზის საფრთხის შემცველი განცხადებებით.
აშშ-ის კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა, რომელიც კონგრესში რუსეთის აგრესიის და ხელისუფლების მოქმედებების ერთერთი მთავარი ოპონენტია, "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციას განუცხადა, რომ რუსეთმა დაარღვია შეერთებული შტატების უმნიშვნელოვანესი მოკავშირის, საქართველოს სუვერენიტეტი.
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების კონტროლის და კოორდინაციის მიზნით ბორჯომში იმყოფებოდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის გამოკითხვა საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში ხუთშაბათს ექვსი საათის განმავლობაში გაგრძელდა.
ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად ბორჯომსა და მუნიციპალიტეტში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის დავალებით ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. ადგილზე გაემგზავრა საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა, სეტყვამ და წვიმამ მოსახლეობას და მგზავრებს პრობლემები შეუქმნა. ბაკურიანი-ბორჯომის მიმართულებით გადაადგილება გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეზღუდული იყო. ამის შესახებ Guardian.ge-ს ბაკურიანიდან ბორჯომის გავლით, თბილისის მიმართულებით ავტომანქანებით მიმავალმა მგზავრებმა აცნობეს.
თურქეთის სასამართლომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები მუსლიმი სასულიერო პირის, ფეთჰულაჰ გიულენის დაპატიმრების ორდერი გასცა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ილია II, ქალაქ ამბროლაურს სტუმრობს.
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის კუთხით საქართველოში საგანგაშო მდგომარეობაა და კანონში ცვლილებები აქედან გამომდინარე ხორციელდება. მისი თქმით, ფარმაცევტს პირველი ჯგუფის ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის შემთხვევაში პროფესიული საქმიანობა სამი, ხოლო მეორე ჯგუფის გაცემის შემთხვევაში, ერთი წლით შეეზღუდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.