სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაურის, აჭარაში „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომრის, ლევან ვარშალომიძის გამოკითხვის დასრულების შემდეგ ლევან ვარშალომიძემ განაცხადა, რომ აუდიტის სამსახურში მისადმი მთავარი კითხვა იყო ის, თუ საიდან მოხდებოდა პროექტის „სოციალური სახლის“ დაფინანსება.
ფლორიდაში, ქალაქ ფორტ მაიერსის ღამის კლუბში მომხდარი სროლის შედეგად, სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა და 16-ზე მეტი კი დაშავდა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციაში ხვდება. სავარაუდოდ საუბარი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ რამდენიმე დღის წინათ გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება, რომელიც ცალკეული მოსამართლეების მიმართ ზეწოლას და თვალთვალს შეეხება.
ერაყში, ქალაქ ხალისში დანაღმული მინიავტობუსის აფეთქების შედეგად, სულ მცირე 17 ადამიანია მოკლული, მათ შორის ქალები და ბავშვები.
ქართველმა არქეოლოგებმა, კასპის მუნიციპალიტეტში, გრაკლიანის გორაზე აღმოაჩინეს წარწერა, რომელიც ჩვენ წელთაღრიცხვამდე მე-11 მე-10 საუკუნეებით თარიღდება. აღმოჩენა შარშან, იგოეთთან, გრაკლიანის გორაზე მიმდინარე გათხრებისას გაკეთდა, თუმცა წარწერის თარიღი ასეთი სიზუსტით მხოლოდ ახლა დადგინდა.
გერმანიის ქალაქ ანსბახის ღია საჰაერო სივრცეში, მუსიკალური ფესტივალის გასამართი ადგილის სიახლოვეს, სირიელმა თავშესაფრის წარუმატებელმა მაძიებელმა ბომბით თავი აიფეთქა, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ BBC წერს.
პრემიერ მინისტრმა, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს სენაკის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ბერაია წარუდგინა.
პრემიერ მინისტრმა, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა ფოთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენის შემდეგ, მაჟორიტარობის კანდიდატები ხობის საარჩევნო ოლქში და ასევე აბაშისა და მარტვილის გაერთიანებულ ოლქში წარადგინა.
ერაყის დედაქალაქ ბაღდადის ჩრდილოეთ-დასავლეთით მომხდარი აფეთქების შედეგად, 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 35 კი - დაიჭრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.