GUARDIAN.GE - ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იიმ გამოხატა მზადყოფნა პეკინმა „შუამავლის“ როლი იკისროს რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე კონფლიქტში, რაც ჩინეთის მხრიდან პირველი ასეთი ოფიციალური განაცხადია. „ჩინეთი მზად არის განაგრძოს კონსტრუქციული როლის თამაში სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშეწყობის მიზნით და იმუშაოს საერთაშორისო საზოგადოებასთან საჭირო მედიაციის განსახორციელებლად, სადაც ამის საჭიროებაა“,- განაცხადა ჩინეთის უმაღლესმა დიპლომატმა თავის ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე ქვეყნის საკანონმდებლო სესიის ფარგლებში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავიეცკისთან სატელეფონო საუბარი გამართა. საუბარი შეეხო აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს.
ჩვენთვის ყველასთვის კატეგორიულად მიუღებელია ომი - ის, რაც ხდება უკრაინაში, არის კატეგორიულად მიუღებელი და ჩვენ ყველანი ვლოცულობთ, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი უკრაინაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
იანვარი ჩვენ ძალიან აქტიურად, ძალიან ძლიერად დავიწყეთ, ეკონომიკური ზრდა გვაქვს 18 %-იანი, რაც უპრეცედენტოა მთელ რეგიონში და ევროპაშიც, შეიძლება ითქვას. ექსპორტი არის 47%-ით გაზრდილი, ტურიზმი - ყველა მიმართულებით გვაქვს ზრდა, ამიტომ ეს ტემპი, ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არ შენელდეს, პირიქით, უნდა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მინდა ჩვენს მოსახლეობას ვუთხრა, რომ დაპირებისამებრ, მოგეხსენებათ, ჩვენ დავიწყეთ წამლების გაიაფების პროცესი. პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ გავხსენით თურქეთის ბაზარი იმ დათქმით, რომ მხოლოდ „ჯი-ემ-პის“ სტანდარტის მაღალი ხარისხის წამლები შემოვიდოდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
რასაც ახლა დავწერ, არ ეხება უკრაინას და უკრაინელ ხალხს, არამედ კონკრეტულად არახამიას და სააკაშვილს, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგ აგორებული საინფორმაციო ომის დამკვეთია.
GUARDIAN.GE - უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანაში ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 88 თვითმფრინავი და ვერტმფრენი დაკარგეს, რუსი მფინავების ნაწილი კი ტყვედ არის აყვანილი, - იტყობინება BBC.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით - ჩატარდა 9 572 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 738 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 834 PCR ტესტით.
GUARDIAN.GE - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი რამდენიმე დღეში კანადის, ნიდერლანდების და ცენტრალური ევროპის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრაზე რუსეთ-უკრაინის ომზე მოქმედების 6-პუნქტიან გეგმას წარადგენს. დაუნინგ სთრითის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ჯონსონი თავის კოლეგებს ბრიტანული გეგმის გარშემო გაერთიანებისაკენ მოუწოდებს, რათა უზრუნველყონ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის „დამარცხება მის ამბიციებში“.
GUARDIAN.GE - საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინაში მიმდინარე ომის გლობალურ ეკონომიკაზე „სერიოზული გავლენის“ შესახებ გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.