ევროპული მომავალი არის საქართველოს ყველა მთავრობისათვის ქართველი ერის მიერ განსაზღვრული პროგრამაც და უალტერნატივო სამოქმედო გეგმაც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის განაცხადზე ხელის მოწერისას განაცხადა.

სრულად...

დღეს ისტორიული დღეა საქართველოსთვის - ქვეყნის სახელით ხელს ვაწერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.

სრულად...

დემოკრატიული არჩევნები იქნება წინაპირობა ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად, დემოკრატიული არჩევნები ნიშნავს ოცნების დასასრულს. ამიტომ, კარგია, შეიტანონ, - ასე ეხმაურება „ფეისბუქში“ საქართველოს ყოფილი ელჩი ევროკავშირში, „ლელოს“ დეპუტატი სალომე სამადაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ დაჩქარებული წესით ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად მიმართვას.

სრულად...

უკრაინისთვის განსაკუთრებული ძნელბედობის ჟამს, ჩვენ ყველანი, ერთიანი ძალით, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ვაგრძელებთ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას და სოლიდარობას, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

სრულად...

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით - ჩატარდა 17 527 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 948 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 579 PCR ტესტით.

სრულად...

„ჩვენ არ ვიმყოფებით რუსეთთან ომში“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ერისადმი მიმრთავაში. მან თქვა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომმა ევროპაში „ნაპრალი“ შექმნა.

სრულად...

GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ „ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ ნებისმიერი რიტორიკა სახიფათოა“. NBC-ისთან ინტერვიუს დროს ოსტინს ჰკითხეს, უნახავს თუ არა რაიმე ქმედება, რომელიც მხარს უჭერს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბოლო განცხადებებს რუსეთის ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით.

სრულად...

GUARDIAN.GE - კიევის მიმართულებით მოძრავი ასეულობით რუსული ჯავშანტექნიკა ამჟამად გზაზე „რჩება გაჩერებული“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ. „მათ, ჩვენი საუკეთესო შეფასებით, არ მიუღწევიათ რაიმე მნიშვნელოვანი პროგრესისთვის ბოლო 24-36 საათის განმავლობაში”, - თქვა კირბიმ ოთხშაბათს პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე.

სრულად...

საქართველო ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაჩქარებული წესით მიმართავს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

სრულად...

უკრაინის საგანგებო სამსახურის განცხადებით, რუსეთის თავდასხმის შედეგად, ამ დრომდე 2 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული. „ყოველ საათში ბავშვები, ქალები და ჩვენი თავდაცვის ძალები კარგავენ სიცოცხლეს“, - აცხადებენ საგანგებო სამსახურში.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი