გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილ რაშიდ კანჯი-ოღლუს ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო სამხედრო სასამართლომ შინაპატიმრობა მიუსაჯა. აფხაზეთის დე-ფაქტო სამხედრო პროკურორმა, ადგურ აგრბამ ამის შესახებ „სპუტნიკ აბხაზიას“ განუცხადა.
საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ფარგლებში, ერთიანი ბიზნესმომსახურების სივრცე იქმნება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი საჯარო მოხელეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი წინასაარჩევნო პერიოდის სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში მიმდინარეობას.
ეროსი კიწმარიშვილის ძმა, ზურა კიწმარიშვილი და ოჯახის ადვოკატები პროკურატურის მიერ გუშინ გაჟღერებულ ეროსი კიწმარიშვილის მიერ საკუთარი სიცოცხლის თვითმკვლელობით დაასრულების ვერსიას არ ეთანხმებიან და პროკურატურის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს ეჭვქვეშ აყენებენ.
„დეპორტი იყო თუ გამოძევება, ნებისმიერ შემთხვევაში უკრაინული მხარე ვალდებული იყო ეს ფაქტი ეცნობებინა ჩვენთვის“,-განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, ე.წ. კანონიერ ქურის, დავით გერლიანის უკრაინიდან საქართველოში დეპორტაციის შესახებ.
არსებობს ინფორმაციები იმის შესახებ, რომ მოხდეს გიგა ოთხოზორიას მკვლელის ლიკვიდაცია და ეს გამოიყენონ საქართველოს წინააღმდეგ, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თაღლითობის ფაქტზე ხუთი პირი დააკავეს.
აფხაზეთის დე ფაქტო სამხედრო პროკურატურამ ე.წ. სამხედრო სასამართლოს გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის, რაშიდ კანჯი-ოღლის დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართა.
ახალი კანონის თანახმად, პრემიერ მინისტრს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისას და დეპუტატობის კანდიდატად დარეგისტრირებისას თანამდებობიდან გადადგომა აღარ მოეთხოვება. “საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტმა 79 ხმით, ერთის წინააღმდეგ, მესამე მოსმენით დაამტკიცა.
დიდ ბრიტანეთში ისტორიული რეფერენდუმი ტარდება. ბრიტანელი ამომრჩეველი დღეს (23 ივნისი, 2016) გადაწყვეტს დარჩება თუ არა ქვეყანა ევროკავშირში. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 07:00 საათიდან 22:00 საათამდე იქნება გახსნილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.