აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ”რუსთავის 2”-ის საქმეზე გამოტანილ განაჩენს ეხმაურება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინათინ ხიდაშელი სამშვიდობო ოპერაციების მიმართულებით მომუშავე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაეროს) წარმომადგენლებს შეხვდა.
დამასკოს სამხრეთით მდებარე გარეუბანში, საიიდა ზეინაბში ორი აფეთქება მოხდა, რასაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთიდან ე.წ. მესაზღვრეებმა ორი ადამიანი გაიტაცეს. მამა-შვილი ზაუტაშვილები სოფლის საძოვრებზე პირუტყვს მწყემსავდნენ.
დავით უსუფაშვილის განცხადებით, არჩევნებამდე თუ „რუსთავი 2“ შეჩერდა ან მან შეცვალა მაუწყებლობა, ეს იქნება დღევანდელი მთავრობის, ხელისუფლების საწინააღმდეგო ნაბიჯი.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდის სხდომის გამართვის შემდეგ საქართველოს საპატრიარქო წმინდა სინოდის სხდომის ოქმს ავრცელებს, რომელშიც განმარტებულია თუ რატომ ვერ მიიღებს საქართველოს ეკლესიის დელეგაცია ამა წლის 17-26 ივნისს კუნძულ კრეტაზე დაგეგმილ წმინდა და დიდ კრებაში მონაწილეობას.
ლუქსემბურგში ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა ევროკომისიის მოსაზრება გაახმოვანა, რომლის მიხედვითაც საქართველომ ვიზალიბერალიზაციისთვის საჭირო ყველა პირობა შეასრულა.
პრეზიდენტის აზრით, არჩევნებამდე „რუსთავი 2“-ის მფლობელთა შეცვლა დამაზიანებელი იქნება, როგორც საარჩევნო გარემოს, ასევე არჩევნების პროცესის შეფასების თვალსაზრისით.
პრეზიდენტი უახლოესი უშიშროების საბჭოს სხდომაზე თავდაცვის მინისტრისგან და გენერალური შტაბის ხელმძღვანელობისგან ახსნა-განმარტება მოითხოვს, იმის გამო, რომ პოლონეთში დაგეგმილ საერთაშორისო წვრთნებში ქართველმა სამხედროებმა მონაწილეობა ვერ მიიღეს.
„ქალბატონ ნაზღაიძეს ე.წ. სამწლიანი გამოსაცდელი ვადა გასდის ნოემბერში, ის შემსრულებელია ამ ყველაფრის იმ მოტივით, რომ ჰგონია ისევ დანიშნავენ, თუმცა, ვპირდებით რომ მოსამართლედ ვერასდროს ვეღარ განმწესდება“ - აღნიშნული განცხადება „რუსთავი-2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარიამიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.