საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის საქმე არის ერთი ჩვეულებრივი პატიმრის საქმე, ამიტომ მან არ ჩათვალა საჭიროდ ზეპირი განხილვის მოთხოვნა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომა 13 ივნისის ტრაგედიის გახსენებით დაიწყო, რომელსაც 21 ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დღემდე დაკარგულად ითვლება.
დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა დასავლეთისთვის დამღუპველი იქნება, - აღნიშნული განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა გერმანულ გამოცემა „ბილდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
2016 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, უპრეცედენტო ზრდა იყო და 2008 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელი - 376 მილიონი დოლარი დაფიქსირდა, რაც ძალიან სასიხარულო რიცხვია, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
მინდა, ინვესტორებს ვუთხრა, ის რასაც თქვენ ხედავთ დღეს საქართველოში - სასტუმროების უპრეცენდენტო დატვირთულობა, არ იქნება ერთჯერადი და მინდა მოგიწოდოთ, ინვესტიციები შეუსაბამოდ სწორედ იმ დატვირთვას, რომელიც წელს არის საქართველოში და ის კიდევ უფრო გაიზრდება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ კვირას დილით ორლანდოს გეიკლუბზე შეიარაღებული თავდასხმა აღწერა, როგორც "ტერორის აქტი და სიძულვილის აქტი".
ორლანდოში (ფლორიდა) გეი ღამის კლუბში მომხდარი სროლების შედეგად მსხვერპლის რაოდენობა 50-მდე, დაჭრილების რიცხვი კი - 53 ადამიანამდე გაიზარდა.
საქართველოში პირველად, შს სამინისტროს ინიციატივით, მეხანძრე-მაშველის პროფესიული დღე აღინიშნა. ცერემონია ბათუმში ჩატარდა.
სულ მცირე 20 ადამიანია მოკლული ორლანდოში (ფლორიდა) გეი ღამის კლუბში მომხდარი სროლების შედეგად. ასევე, სულ მცირე 42 ადამიანს აქვს მიყენებული დაზიანებები.
2015 წლის 13 ივნისის სტიქიასთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში ხვალ პანაშვიდი ჩატარდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.