საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ანდრეი კისკას დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა.
არალეგალ ემიგრანტებს შეერთებულ შტატებში ხშირად უკეთესი მზრუნველობა გააჩნიათ, ვიდრე ქვეყნის სამხედრო ვეტერანებს, – განაცხადა "რესპუბლიკელების" პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესს“ უმასპინძლებს.
საქართველოს ტექნოლოგიურ პარკში ხვალ, საქართველო-სლოვაკეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა გახსნიან.
შიშობენ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, ლიბიის სანაპიროდან შორს, 700-ამდე მიგრანტია დაღუპული ხომალდების ჩაძირვის სერიისას. ინფორმაციას ამის შესახებ BBC გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
"მთავარია, არ დაირღვეს საქართველოს კანონი," - აღნიშნული განცხადება იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით გააკეთა.
თურქეთის პარლამენტმა ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმსა და მინისტრთა კაბინეტს ნდობა გამოუცხადა. მთავრობის მეთაურის სასარგებლოდ 315 დეპუტატმა მისცა ხმა, წინააღმდეგი კი პარლამენტის 138 წევრი აღმოჩნდა. „როიტერსის“ ინფორმაციით, ქვეყნის წარმომადგენლობითმა ორგანომ მთავრობის მეთაურის საკანონმდებლო პროგრმაც მოიწონა.
ინტერპოლი რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილ რუსლან მუჰუდინოვს ეძებს. ინტერპოლის ბაზაში არსებული ინფორმაციის თანახმად, ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს „სევერის“ ბატალიონის 29 წლის წევრი, რომელსაც ბრალად ნემცოვის მკვლელობის დაკვეთა და ორგანიზება ედება, პოვნისთანავე უნდა დააკავონ.
პარიზის მთავარ პროსპექტზე, საფრანგეთის პრეზიდენტის რეზიდენციასთან ახლოს სროლების შედეგად, დღეს დილით ორი ადამიანი დაჭრეს. ამის შესახებ სააგენტო „ფრანსპრესი“ იუწყება.
სამაშველო სამსახურის ოფიციალური წარმომადგენლის ერიკ მულენის ინფორმაციით, პირველი შეტყობინება გამთენიისას, ადგილობრივი დროით 05:42 საათზე შევიდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.