სასამართლო ქვეყანაში დამოუკიდებელია და შესაბამისად, გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული, გახდება ცნობილი, აღნიშნული განცხადება ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.

სრულად...

ვარშავის სამიტის შემდეგ, ნატო პოლონეთში მეტ სამხედრო ძალებს განალაგებს, განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვარშავაში, პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს კონფერენციაზე.

სრულად...

თბილისის სააპელაციო სასამართლოში "რუსთავი 2"–ის საქმის განხილვა იწყება. შენობის გარეთ შეკრებილი არიან არხის მხარდამჭერები, პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სრულად...

თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღეს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის საქმის განხილვა გაგრძელდება. ტელეკომპანიის ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ მოსამართლეთა კოლეგიამ გადაწყვეტილება დღესვე გამოცხადოს.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს შეხვდება. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრა საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, „ღვინის ქალაქის“ გახსნის ფარგლებში გაიმართება.

სრულად...

ჩადის ყოფილ ლიდერსა და პოლიტიკურ მოღვაწეს, ჰისენ ჰაბრის დღეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ბრიტანული „გარდიანის” ინფორმაციით, ჰაბრის კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული, გაუპატიურება და მმართველობის პერიოდში 40 ათასი ადამიანის მკვლელობა ედება ბრალად. 

სრულად...

უშიშროების საბჭომ პრეზიდენტს მისცა რეკომენდაცია, პარლამენტს ცენტრალურ აფრიკაში კონტინგენტის მოცულობის ოცეულით გაზრდის საკითხი წარუდგინოს, - ეს განცხადება ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. 

სრულად...

უშიშროების საბჭოს სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრს შს მინისტრსა და სუს-ს დაევალა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრა გამართონ და გაიარონ საკითხები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებთან უსაფრთხოებას შეეხება.

სრულად...

"ბიძინა ივანიშვილი არქიტექტორია იმ ვითარების, რომელიც დღეს ქვეყანაშია, - აღნიშნული განცხადება დევნილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა ყოფილი პრემიერის ღია წერილის შეფასებისას გააკეთა.

სრულად...

ეკონომიკისა და მდგრადი გავითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო პროცესებში ჩართვა, როგორც თავად ექს-პრემიერის, ასევე „ქართული ოცნების“ სურვილი იყო.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი