გაუგებარია უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება საქართველოდან ელჩის გაწვევის შესახებ; მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, საქართველო აგრძელებს და კვლავაც გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ მხარდაჭერასა და ჰუმანიტარულ დახმარებას თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის მიერ უკრაინის ელჩის საქართველოდან გაწვევა, „მაშინ, როდესაც ჩვენი ელჩი არის იქ ტყვიების ქვეშ, რასაკვირველია, დამატებით კითხვებს წარმოშობს“.
უკრაინა სასწრაფოდ გაიწვევს თავიანთ ელჩებს საქართველოდან და ყირგიზეთიდან. ამის შესახებ ვიდეომიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
GUARDIAN.GE - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა, როემელიც ვარშავაში მთავარ ევროპელ მოკავშირეებთან საგანგებო შეხვედრებისთვის ჩავიდა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ნათელია, პუტინი მზად არის გამოიყენოს ბარბაროსული და განურჩეველი ტაქტიკა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ; დაბომბოს საცხოვრებელი კორპუსები; გაგზავნოს რაკეტები საცხოვრებელ კორპუსებში ბავშვების მოსაკლავად“.
GUARDIAN.GE - უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხარკოვის დაბომბვას, რასაც ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილი მოჰყვა, სამხედრო დანაშაული უწოდა. „ეს ნამდვილად სამხედრო დანაშაული იყო. მშვიდობიანი ქალაქი. მშვიდობიანი საცხოვრებელი კვარტლები. არა სამხედრო ობიექტები. ათეულობით თვითმხილველის ნაამბობი მოწმობს, რომ ეს ადამიანების განზრახ განადგურება იყო. რუსებმა იცოდნენ, თუ სად ისროდნენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ საპატიმრო დაწესებულება დატოვა. როგორც ახალაიამ რუსთავში, სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პოლიტიკოსობას არ აპირებს.
თბილისში უკრაინელი მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარება შეგროვდება,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები შემაშფოთებელია და საერთაშორისო სამართლის წესებს ეწინააღმდეგება. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
უკრაინის ოფიციალურმა პირებმა სულ ახლახან დაადასტურეს, რომ სულ მცირე 70 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა თავიანთ ოხტირკის სამხედრო ბაზაზე რუსული საჰაერო დარტყმებისას.
GUARDIAN.GE - ბელარუსიდან დაძრული რუსული არმია განაგრძობს კიევის მიმართულებით მტკიცე სვლას. სატელიტური ფოტოები აჩვენებს, რომ შეიარაღებული კოლონა დაახლოებით 65 კილომეტრის (40 მილი) სიგრძეზეა გადაჭიმული. როგორც CNN იტყობინება, უზარმაზარი სამხედრო კოლონა ჯავშანტექნიკისგან, ტანკებისგან, არტილერიისგან და სხვა ლოგისტიკური სატრანსპორტო საშუალებებისგან შედგება. CNN-ის ცნობითვე, რუსულმა სამხედრო კოლონამ კიევის გარეუბნებამდე მიაღწია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.