GUARDIAN.GE - საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ორშაბათს ვლადიმერ პუტინს ესაუბრა, სადაც გაიმეორა საერთაშორისო მოწოდებები მოსკოვისადმი, შეაჩეროს თავდასხმები უკრაინაზე და ხაზი გაუსვა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის აუცილებლობას, -ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებაში.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა.
ავტობანიდან ჩანს მათი ოკუპაციის შედეგი. რამდენიმე წუთი დასჭირდება, რათა მთლიანად საქართველო თავდაყირა დააყენონ. როგორ გგონიათ, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რას აპირებენ ან როგორ აპირებენ?, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
GUARDIAN.GE - რუსეთის შეიარაღებული ძალების უკრაინაში შეჭრიდან მე-5 დღეს კრემლი საკმაოდ შორს არის მისი საბოლოო გეგმების განხორციელებისაგან, რაც შესაძლოა უკრაინის მთავრობის დამხობას და ხელისუფლების სათავეში პუტინის მარიონეტი ლიდერის მოყვანას უკავშირდებოდეს. მიუხედავად იმისა, რომ რუსული ძალები უკრაინის დედაქალაქიდან მხოლოდ 30 კილომეტრის მოშორებით იკავებენ პოზიციებს, კიევი მაინც უკრაინელების ხელში რჩება. დღეს დილიდან ქალაქში კომენდანტის საათი გაუქმებულად გამოცხადდა.
GUARDIAN.GE - უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, განა მალიარი რუსული სამხედრო დანაკარგების შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ინფორმაციას ავრცელებს. მისი ცნობით, 24 თებერვლიდან დღემდე, 28 თებერვლის დილის 6:00 საათამდე, რუსული შეიარაღებული ძალების დანაკარგებმა, პირველადი შეფასებით, 5 300 ჯარისკაცი შეადგინა.
საქართველომ მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევის შესახებ. ვგულისხმობ, რომ ის მკაფიო პოზიციას იკავებს მრავალმხრივ ორგანიზაციებში, გაეროში, ევროპის საბჭოში და ეს ძალიან დასაფასებელია, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში, ყველაზე დიდ სახელმწიფოში მიმდინარეობს ომი და უკრაინის დედაქალაქი იბომბება და ამის შემჩერებელი დღეს ვხედავთ, რომ არავინ არის. ვთქვათ პირდაპირ, რომ სანქციები არ არის ეფექტური საშუალება და ისიც ვთქვათ, რომ დღეს უკრაინაში ვინ ომობს? - ომობს უკრაინელი ჯარისკაცი, უკრაინის ჯარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
უკრაინაში შეჭრა და იქ სამხედრო მოქმედებების წარმოება მიუღებელია და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან კომუნიკაცია გვქონდა და ჩვენი სოლიდარობა და პოლიტიკურ დონეზე მხარდაჭერა გამოვხატეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 18.0 პროცენტი შეადგინა.
GUARDIAN.GE - რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, იაპონიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა შინძო აბემ თავის ქვეყანაში ამერიკის შეერთებული შტატების ბირთვული იარაღის განლაგების სადავო წინადადება წამოაყენა. აბემ ამის შესახებ კომენტარი უკრაინის კრიზისზე სატელევიზიო ინტერვიუს დროს გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.