პარლამენტი ხვალ, პლენარულ სხდომას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვით განაახლებს.
სტალინის ძეგლს თუ სადმე რომელიმე თვითმმართველობა ან სახელმწიფო სტრუქტურა წამოჭიმავს, ეს უკვე პრობლემაა, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
აშშ-ს პრეზიდენტი, ბარაქ ობამა იაპონიის ქალაქ ჰიროსიმას ეწვევა. როგორც BBC აღნიშნავს, ობამა აშშ-ის პირველი მოქმედი პრეზიდენტი გახდება, რომელიც ამ ქალაქს 1945 წლის დაბომბვის შემდეგ ესტუმრება.
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პროგრამების ვიცე-პრეზიდენტს, ტომ გარეტს შეხვდა.
თუ კითხვას სვამთ - ნატო თუ რუსეთი, გეტყვით რომ ნატო; თუ კითხვას სვამთ - ევროკავშირი თუ ”ესენგე”, გეტყვით რომ ევროკავშირი, თუ კითხვას სვამთ - ბერძენიშვილი თუ მეჭიაური, გეტყვით, რომ მეჭიაური, - ასე უპასუხა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას მმართველი გუნდის წევრის, თამაზ მეჭიაურის ”ქართული ოცნებიდან” გარიცხვის თაობაზე ”რესპუბლიკელი” დეპუტატის, დავით ბერძენიშვილის რჩევასთან დაკავშირებით.
ზვიად კვაჭანტირაძე დღეს მიმდინარე პროცესებს წინასაარჩევნო მარათონად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ტელეკამერებისა და ჟურნალისტების წინაშე ეს პროცესები გამოუცხადებელი წინასაარჩევნო მარათონის ნაწილია.
საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით გადადგმული ნაბიჯები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ექსპერტმა ადამიანის უფლებათა საკითხებში, თომას ჰამარბერგმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე.
არც ერთი ქვეყანა არ აღიარებს მთიან ყარაბაღს, – განაცხადა აზერბაიჯანში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ.
არმაზ ახვლედიანი დიდი ხანია პარტიის წევრი აღარ არის, - განაცხადა პარტია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.
არავის თითის დასაქნევი არ მაქვს, - აღნიშნული განცხადება დეპუტატმა, თამაზ მეჭიაურმა ”რესპუბლიკური პარტიის” წევრის, ლევან ბერძენიშვილის მისამართით გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.