პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ქართულ-ამერიკულ სწავლებას ”ღირსეული პარტნიორი” გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ნებისმიერი შეკითხვა, რომელიც საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ვექტორს ეხება, არის უადგილო და არაობიექტური.
თუ ზაქარეიშვილს სხვა მოსაზრებები გააჩნია, შეუძლია მიიღოს ჩვეულებრივი ადამიანური გადაწყვეტილებები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.
თამაზ მეჭიაურის განცხადებები არ გამოხატავს საქართველოს მთავრობისა და პარტია „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტს, - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დეპუტატ თამაზ მეჭიაურის განცხადების კომენტირებისას გააკეთა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპის განმტკიცებაზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებებს უნდა ეფუძნებოდეს, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე არ გამორიცხავს, რომ შესაბამისი გარემოებებისა და მომზადების შემთხვევაში რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს შეხვდეს.
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში, მდიდრებისთვის გადასახადებს გაზრდის. ამის შესახებ მან „ენბისისთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
ევროკავშირის საბჭო 11 მაისს საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესზე იმსჯელებს. საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ყველა საჭირო ნაბიჯი იდგმება იმისკენ, რომ საქართველომ რაც შეიძლება მალე მიიღოს ვიზა-ლიბერალიზაცია.
ჩვენი ვალია, ქედი მოვიხაროთ ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც საკუთარი სიცოცხლე, ჯანმრთელობა გაწირა იმისთვის, რომ შთამომავლობას ეცხოვრა მშვიდობიან მსოფლიოში, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ვაკის პარკში გააკეთა.
ვიზალიბერალიზაციის პროცესი ზაფხულში წარმატებით დასრულდება, ყოველდღიური შეხვედრები ამის საფუძველს მაძლევს - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში.
დღეს არის ფაშიზმის დამარცხების, დიდი სიბოროტის დამარცხების დღესასწაული, - განაცხადა ”საქართველოს განვითარების ფონდის” დამფუძნებელმა, პაატა ბურჭულაძემ ვაკის პარკში, სადაც ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავთან დაკავშირებით უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.