დავით ნარმანია თბილისის საკრებულოს უმცირესობის მოთხოვნას ეხმიანება და აცხადებს, რომ მის იმპიჩმენტს რეალობასთან კავშირი არ აქვს.
პიროვნულად ვის მოსწონს და ვის არა, მაგრამ, საქართველოს პარლამენტის წევრი "პარტია "ქართული ოცნებიდან", დეპუტატი თამაზ მეჭიაური ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობის სათქმელს, მარტივად და ყველასათვის გასაგებად ამბობს, რომ – ქართველი ერი ნატო–ს წევრობის სანაცვლოდ არ დათმობს აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს!
ზაქარია ქუცნაშვილი არმაზ ახვლედიანთან დაკავშირებით დასმული კითხვების კომენტირებისგან თავს იკავებს და ჟურნალისტებს იმ ადამიანებისკენ ამისამართებს, ვინც თავის დროზე “ქართულ ოცნებას“ ახვლედიანის პარტიაში მიღებასთან დაკავშირებით რეკომენდაცია გაუწია და ვინც შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.
პოლიტიკა არ არის ჭუჭყიანი, ის შეიძლება ჭუჭყიანმა ადამიანებმა გააჭუჭყიანონ,- აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პირველ საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან შეხვედრაზე გააკეთა.
როგორც ჩანს, ამა წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერ გადალახული პოლიტიკური პარტიების და ბლოკების შედეგები, არ და ვერ იქნება ისეთი მაღალი, რომელიც საშუალებას მისცემს მათ, რომ ახლად არჩეულ პარლამენტში შესაძლებელი გახდეს მყარი საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა!
მთლად დარწმუნებული პრემიერ-მინისტრიც არ არის, რომ ეს საგარეო კურსი სწორია, - აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თამაზ მეჭიაურმა გიორგი კვირიკაშვილის განცხადების საპასუხოდ გააკეთა.
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ჩეხეთის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს, იან ჰამაჩეკს შეხვდა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან გორის რაიონში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს.
თამაზ მეჭიაური არმაზ ახვლედიანის მიერ „ქართული ოცნების“ დატოვებას ეხმიანება. „მეგონა უკვე დატოვებული ქონდა პარტია“ - განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ზოგი დაპირება ვერ შეასრულა. მეჭიაურის აზრით, ყველა დაპირების შესრულება შეუძლებელია.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ ქამერონმა ივნისის რეფერენდუმამდე ევროკავშირში დარჩენის სასარგებლოდ მორიგი განცხადება გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.