საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეთ“ პრესის თავისუფლების რეიტინგს აქვეყნებს. საქართველოს როგორც ირკვევა, დიდი პროგრესი აქვს. პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით 180-ედან 64-ე ადგილზე გადმოინაცვლა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები მიმდინარეობს.
ნიუ იორკის პრაიმერში რესპუბლიკელებიდან დონალდ ტრამპმა, დემოკრატებიდან კი ჰილარი ქლინთონმა გაიმარჯვა. ხმების 98 პროცენტი დათვლილია და შედეგები ასეთია: ტრამპს 60%-ზე მეტი ხმა აქვს მოპოვებული, ქლინთონს კი 58%-ზე ნაკლები. ტრამპი მის კონკურენტებზე, თედ კრუზსა და ჯონ კეისიკზე უპირატესობას ინარჩუნებს.
გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი საქართველოს მიმდინარე კვირის ბოლოს ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
პროკურატურამ აფეთქების შედეგად ზვიად ლაგვილავას გარდაცვალების ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცა. ამის შესახებ პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც guardian.ge სრულად გთავაზობთ.
უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებით, უახლოეს საათებში ან დღეებში ევროკომისიის პრეზიდენტი, ჟან-კლოდ იუნკერი მიმართავს ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივით უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ.
მშვიდობის კორპუსის 58 ამერიკელი მოხალისე თბილისში 19 აპრილს ჩამოვა. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციით, მოხალისეები საქართველოში ორი წლის ვადით დარჩებიან.
ევროკომისია სრულად უჭერს მხარს საქართველოს მოსახლეობისთვის უპირობო ვიზალიბერალიზაციას, - მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.
„უკრაინა და საქართველო ასრულებენ კრიტერიუმებს, რომელიც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს"- განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა.
რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ვადის ამოწურვის შემდეგ ლადო პაპავა საქმიანობის გაგრძელებას თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტზე აპირებს, - ამის შესახებ თავად პაპავამ განაცხადა და არ გამორიცხა, რომ მომავალში პოლიტიკაშიც დაბრუნდეს, თუმცა ამის ალბათობა მან 2016 წელს გამორიცხა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.