თბილისში, ზაარბრიუკენის მოედანზე აღმოსავლეთ ევროპაში პირველი „მოქსის“ (MOXY) ბრენდის სასტუმროს მშენებლობა დაიწყო. მშენებლობის დაწყების ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო.
ჩვენ პრაგმატულები უნდა ვიყოთ - ევროპულ დემოკრატიაში არ არსებობს სამ თვეზე მეტი წინასაარჩევნო პერიოდი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ განუცხადა.
საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანიის თარიღთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება.
დედაქალაქის მერია, ეკონომიკის სამინისტრო და ძალოვანი უწყებები - ეს ის სამთავრობო სტრუქტურებია, რომელებიცვ თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ვლადიმერ პაპავას განცხადებით, მაღლივ კორპუსთან გაზგასამართი სადგურის მშენებლობას ლობირებდნენ.
„მე ვფიქრობ, რომ აზრს მოკლებულ განცხადებებს უნდა დავანებოთ თავი“ – ასე გამოეხმაურა განათლების მინისტრი, თამარ სანიკიძე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებულ ვითარებას.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბირთვული მასალა ურანის გასაღების ფაქტზე 6 პირი დააკავა. აღნიშნულის შესახებ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
საქართველოს საპატრიარქო და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, ბზა სახლის პირობებში გაახარონ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, მიგრანტებთან დაკავშირებით საქართველო ვალდებულებას სრულად ასრულებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე ევროპელ დეპუტატებს 21 აპრილს სიტყვით მიმართავს. არსებული ინფორმაციით, პრემიერი საქართველოში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით ისაუბრებს.
გერმანული გამოცემა "Die Welt"-ის ინფორმაციით, ევროკავშირმა საქართველოსთან, უკრაინასთან, თურქეთსა და კოსოვოსთან ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებაში, შესაძლოა, ე.წ გადავადების პუნქტი ჩადოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.