ძალოვანმა და სხვა სტრუქტურებმა თსუ-ში რექტორისგან დამოუკიდებელი ბინძური თამაში წამოიწყეს, - ასეთ შეფასებას აძლევს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოქმედი რექტორი ლადო პაპავა უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებს და მიიჩნევს, რომ ყველაფერი სახელმწიფოში დამკვიდრებული მავნებლური კოჰაბიტაციის შედეგია. ამის შესახებ პაპავამ გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.
საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ მინისტრი საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღზე ერთობლივად ჩამოყალიბდებიან, რადგან ცალ-ცალკე არც ერთს და არც მეორეს საკითხის გადაწყვეტა, მოქმედი კონსტიტუციით, არ შეუძლია, - განაცხადა ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.
ბრაზილიის პარლამენტის ქვედა პალატამ პრეზიდენტ დილმა რუსეფის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას უყარა კენჭი. რუსეფს მთავრობის ანგარიშების მანიპულაციაში სდებენ ბრალს.
მოსალოდნელია, რომ შეერთებულ შტატებში ზიკას ვირუსმა იფეთქოს და ათეულობით ადამიანზე და შესაძლოა, გაცილებით ბევრზეც იქონიოს გავლენა, განაცხადა ექიმმა ანტონი ფაუსიმ, შეერთებული შტატების ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა.
თვითმფრინავს, რომელიც ჰიტროუს აეროპორტს უახლოვდებოდა, გავრცელებული ინფორმაციით, დარტყმა უპილოტო თვითმფრინავმა მიაყენა, სანამ ის უსაფრთხოდ დაეშვებოდა. აღნიშნულ ინფორმაციას ლონდონის პოლიციაზე დაყრდნობით BBC ავრცელებს.
დადასტურებული ინფორმაციით, სულ მცირე 272 ადამიანია გარდაცვლილი ეკვადორში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად.
„აუდიტორია 115“ მე-6 კორპუსს მაშინ დატოვებს, როცა პრემიერ-მინისტრი ოფიციალურ, წერილობით განცხადებას გაავრცელებს, სადაც პრემიერი მათი მოთხოვნების მხარდაჭერას დაადასტურებს.
პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ერთ-ერთი შეთანხმების თანახმად, სტუდენტები შექმნიან სამუშაო ჯგუფს და ამ ჯგუფთან პრემიერ-მინისტრი მომავალ კვირას შეხვედრას გამართავს.
თანამედროვე ადამიანს ცოდვა არ მიაჩნია ცოდვად და ყველაზე საშიში ეს არის, - ეს განცხადება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს საკვირაო ქადაგებისას გააკეთა.
ამ წუთებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსის 115-ე აუდიტორიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სტუდენტებს ხვდება. კვირიკაშვილსა და სტუდენტებს შორის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.