"ჩვენ, ჩვენი არჩევანი უკვე გავაკეთეთ. ჩვენ გამოვიარეთ დიდი გზა, თავისუფალი და ერთიანი ევროპისაკენ მიმავალ გზაზე," აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
„აუდიტორია 115“ წარმომადგენლები დარეჯან თვალთვაძის წინააღმდეგ გამოდიან და თავიანთ პოზიციას საჯაროდ აფიქსირებენ, კერძოდ, მათ არ სურთ რომ თვალთვაძემ რექტორის თანამდებობაზე კენჭი იყაროს.
პროკურატურამ საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომლებს - არჩილ დავითულიანს და ნიკა ალიხანაშვილს განზრახ უკანონოდ დაკავების, მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პედრო აგრამუნტის შეხვდა.
ელისო ჩაფიძე წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოებას სამომავლო გეგმებს აცნობს. დეპუტატმა განაცხადა, რომ თუკი პოლიტიკაში დარჩენას გადაწყვეტს, საკუთარ თავს ტყიბულისა და თერჯოლის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარ დეპუტატად ხედავს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ „რესპუბლიკურ პარტიას“ არც ერთ სხვა პარტიასთან მოლაპარაკებები ან დისკუსია არ აქვს, მისივე თქმით, პარტიის სიის შერჩევა საკმაოდ რთული პროცესია და პარტიაში ჯერ კონსულტაციები ამაზე არ დაწყებულა.
არ შეიძლება არც ჟურნალისტებმა, არც ოპოზიციამ, არც ხელისუფლებამ დემოგოგია წაახალისონ, ეს ქვეყნის განვითარებას უშლის ხელს, - ასე გამოეხმაურა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ნოდარ ჯავახიშვილი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ცდოში მოსახლეობის პროტესტს.
ხმაური იყო დღეს თამარ მეფის გამზირზე, სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. სადგურზე მდებარე მაღაზიების მეპატრონეებმა საპროტესტო აქცია გამართეს და გარევაჭრობის აკრძალვა მოითხოვეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.