თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები სახელმწიფო კანცელარიისკენ დაიძრნენ, რის გამოც მელიქიშვილის ქუჩასა და რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეფერხდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ნინო გიორგობიანი ლევან გვაზავას იმ კომენტარს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც თითქოს სუს-ის თანამშრომელმა მნიშნველოვანი ინფორმაცია რუსეთში გაიტანა.
პრემიერ მინისტრი მზად არის, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღთან დაკავშირებით კონსულტაციები გააგრძელოს, - განუცხადა ჟურნალისტებს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ კოალიცია ,,ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსთან გამართულ აქციაზე რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ვლადიმერ პაპავა მივიდა.
კოალიცია "ქართული ოცნების" სხდომა, რომელსაც პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობდა, დასრულდა. განსახილველ საკითხთა შორის ერთ-ერთი საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები იყო.
პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს წევრებს ხვდება. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.
BBC-ის ცნობით, იაპონიაში მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა, დაშავებული კი ასობით ადამიანია.
არჩევნების თარიღი - 8 ოქტომბერი, ალბათ, აღარ შეიცვლება, იმიტომ, რომ ჩვენ გვქონდა კონსულტაციები პრეზიდენტთან და ეს თარიღი განისაზღვრა შემდეგი არჩევნების თარიღად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინსიტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„მე ვთავაზობ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, რომ დავასრულოთ პიროვნული შეურაცხყოფები. რამდენადაც ევროპელები არ უნდა ვიყოთ, ჩვენ ვართ კავკასიელები, ჩვენთვის პიროვნული შეურაცხყოფა არის მომაკვდინებელი“ - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა.
მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას პრემიერ-მინისტრმა წამების ამსახველ კადრებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კადრების არსებობა საშუნელებაა, თუმცა, მანვე დასძინა, რომ არანაკლები საშინელებაა ღია სივრცეში ამ კადრების ჩვენება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.