საპარლამენტო ფრაქცია ”თავისუფალი დემოკრატების” ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი არჩევნების დანიშვნის თაობაზე მიმდინარე პროცესებს ეხმიანება. მისი შეფასებით, არჩევნების დანიშვის თაობაზე მთავრობის მიერ პრეზიდენტის განკარგულებაზე უარის თქმა, სახელისუფლო შტოების არაკოორდინირებულ მუშაობას ადასტურებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში საქართველოში მედიის თავისუფლების მხრივ არსებულ ვითარებაზეცაა საუბარი.
"3 თვე ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ექნება შესაძლებლობა, სრულყოფილად ჩაატაროს საარჩევნო კამპანია" - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ.
NDI-ს მიერ ჩატარებულ კვლევებს სერიოზულად არ უნდა შევხედოთ, - ეს განცხადება ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
პრემიერ-მინისტრის მიერ არჩევნებთან დაკავშირებით განკარგულების პრეზიდენტისთვის მოტივირებული შენიშვნებით უკან დაბრუნებას მიხეილ მაჭავარიანი აფასებს, როგორც ”გამოსავალს ცუდსა და უარესს შორის”.
საქართველომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გზაზე მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, პროცესის ტექნიკური მხარე სრულად შესრულებულია და საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიმდინარე წლის ზაფხულში იქნება მიღებული, - ეს განცხადება ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ელმარ ბროკმა სტრასბურგში, საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების შესახებ მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში 2015 წელს ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებას ეხება და მასში საქართველოზეც არის საუბარი. აღნიშნული ანგარიში დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დღეს გამოქვეყნდა.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლას ბერლინერის განცხადებით, მომავალი არჩევნები საქართველოს დემოკრატიული და კულტურული ტრადიციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არჩევნების თარიღთან დაკავშირებულ განკარგულებას პრეზიდენტს მოტივირებული შენიშვნებით უკან უგზავნის.
რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის განცხადებით, პარტიის ლიდერებს არ უნდათ, რომ იგი საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს. ამის შესახებ BBC წერს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.