თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ამერიკის შეერთებულ შტატებშია. ქვეყნის პირველი პირი ვაშინგტონში ბირთვული უსაფრთხოების სამიტს დაესწრება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ უნგრელ კოლეგასთან, პიტერ სიიარტოსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ევროპის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და საქართველოს ევროპული ინტეგერაციის საკითხზე ისაუბრა.
"იმ რეფორმებზე, რაც საქართველომ დაასრულა, რომელსაც ძალიან მაღალი შეფასებები ჰქონდა ევროკომისიის მხრიდან, მე ვფიქრობ, რომ ბატონი დაული მისი თბილისში ვიზიტის პერიოდში ძალიან ხშირად გაიგებს" - დავით ბაქრაძე.
ამერიკული მედიის ცნობით, აშშ-მა თურქეთიდან თავდაცვის უწყების წარმომადგენლებისა და დიპლომატების ოჯახების გაყვანის ბრძანება გასცა. როგორც მედია იტყობინება ამის მიზეზი უსაფრთხოების ზომებია.
ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი, ჯოზეფ დაული საქართველოშია. დოლი თბილისში წუხელ ჩამოვიდა. EPP-ს პრეზიდენტმა მის მიერ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე რამდენიმე დღის წინათ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, მედიასთან განმარტებაც გააკეთა.
კანადაში, კვიბეკის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე კუნძულზე მცირე ზომის კერძო თვითმფრინავის ჩამოვარდნისას რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ირაკლი შიხიაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამასთან დაკავშირებით თავად შიხიაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"დიახ, მე დავარღვიე პროკურორის ეთიკა, მაგრამ დავარღვიე ამ ტერმინის მათი გაგებით" - ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურირის ყოფილმა მოადგილემ, დავით საყვარელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩემი სიკვდილით ვერავინ მოიგებს. ჩემით შეიძლება, დაიწყოს გზა მშვიდობისკენ, ან ომისკენ" - ამის შესახებ ნათქვამია უკრაინელი მფრინავის, ნადეჟდა სავჩენკოს წერილში, რომელიც მისმა ადვოკატმა, მარკ ფეიგინმა ტვიტერში დღეს განათავსა.
თურქეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია „ჩალიკ ჰოლდინგი“ და GE Power-ი საქართველოში ახალი მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას გეგმავენ. ამის შესახებ ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.