ტერორისტებისაგან მომდინარე საფრთხე, წამოიწყონ ბირთვული თავდასხმა, რაც „ჩვენს მსოფლიოს შეცვლის“, რეალურია, განაცხადა ბარაქ ობამამ. ამის შესახებ BBC იტყობინება.
ბრიუსელის აეროპორტის პარასკევს საღამოსთვის ნაწილობრივ გახსნის გეგმა აეროპორტის პოლიციის, უსაფრთხოების წუხილიდან გამომდინარე, გაფიცვის გამო გადაიდო. ამის შესახებ BBC წერს.
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო მრჩეველთა მისიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების ხუთკაციანი შემადგენლობა როტაციით მიემგზავრება, რის შემდეგაც თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის თქმით, იქ საგამოძიებო ჯგუფის გამგზავრებაც მოხდება.
ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებული, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ხელძღვანელი გიზო ღლონტი პროკურატურას გარკვეული დოკუმენტაციის დამალვაში ადანაშაულებს.
ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრს ეკა ბესელიასა და "რესპუბლიკელები" დეპუტატ ნოდარ ებანოიძეს შორის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.
გთხოვთ გავითვალისწინოთ, რომ ვართ საქართველოს პარლამენტში და არა "ქართული ოცნების", "ნაციონალური მოძრაობის" ან "თავისუფალი დემოკრატების" თავყრილობაზე, - ასეთი განცხადებით მიმართა პარლამენტის პლენარული სხდომის გახსნისას დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.
გამოძიებით დადგენილია, რომ 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის შემდეგ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები არ არის მოპოვებული და შექმნილი, - აღნიშნული განცხადება დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ მამუკა ვასაძემ გააკეთა.
„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიების დამოუკიდებლად მონაწილეობა ნათელს მოჰფენს იმას, თუ ვის მიმართ ექნება სიყვარული და მხარდაჭერა ქართველ ხალხს.
პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების პროცესში, საქმის მნიშვნელობიდან და სირთულიდან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურამ საწყის ეტაპზევე მიმართა აშშ-ს საელჩოს
თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი გრძელდება და უნდა გაგრძელდეს კიდეც აუცილებლად, - განაცხადა დავით ნარმანიამ. მან აღნიშნა, რომ რკინიგზის პროექტზე თბილისის განვითარების გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი მუშაობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.