საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს უფროსმა შალვა შენგელიამ თანამდებობა დატოვა.
ვმუშაობთ, რათა უფრო ეფექტიანად დავხარჯოთ თითოეული თეთრი იმ სახელმწიფო რესურსისა, რომელიც პირდაპირ უნდა წავიდეს ადამიანების დასაქმებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის წევრებთან ერთად, სოფელ რუხში დღეს მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო საავადმყოფოს სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.
მოსამართლეთა კონფერენციამ 213 ხმით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად სერგო მეთოფიშვილი აირჩია. ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობდა კონფერენციის 226 რეგისტრირებული მოსამართლე.
ზუგდიდში, უეფას III კატეგორიის შესაბამისი სტანდარტების სტადიონის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობას, კაფსულის ჩადებით, საფუძველი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჩაუყარა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
თბილისმა უნდა მიაქციოს ყურადღება ამერიკულ ელექტორატში არსებულ ტენდენციებს, - ამის შესახებ საუბარია აშშ-ის კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის, საქართველოს საკითხებში ერთ-ერთი წამყვანი ამერიკელი სპეციალისტის, ლინკოლნ მიტჩელის ანალიტიკურ სტატიაში.
მე ვნატრობ ისეთ საქართველოზე, სადაც ადამიანებს ექნებათ უფრო მეტი სიყვარული, მინიმუმ პატივისცემა ერთმანეთის მიმართ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
საზოგადოება გაცილებით უფრო თავისუფალია დღეს, თუმცა, ალბათ, საზოგადოებაში არ არის სრული თავისუფლების განცდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხს ესტუმრა და იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა.
რუსეთ-თურქეთს შორის ომის დაწყების საფრთხე არსებობს - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა ფრანგულ რადიოსადგურ "ინტერთან" საუბარში განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.