ირანის სულიერი ლიდერი აიათოლაჰ ალი ხამენეი მიესალმა ირანის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების მოხსნას, მაგრამ განაცხადა, რომ თეირანი უნდა დარჩეს ფრთხილი მის ძველ მტერთან, შეერთებულ შტატებთან. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. გიორგი კვირიკაშვილი შვეიცარიაში, რიგით 46-ე სესიაზე დასასწრებად, 20 იანვარს გაემგზავრება.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის განცხადებით, რეფორმასთან დაკავშირებით განცხადებები და ხელისუფლების მხრიდან კრიტიკა საეჭვოდ დაემთხვა უგულავას და "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.
პროკურატურა გამოთქვამს მზადყოფნას, ბიძინა კუჭავას საქმეზე მიმდინარე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პროცესში, ოფიციალურად ჩართოს და მონაწილეობა მიაღებინოს ბიძინა კუჭავას ოჯახის მიერ მოწვეულ დამოუკიდებელ ექსპერტს მაია ნიკოლეიშვილს.
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პრემიერ მინისტრთან გუშინდელ შეხვედრაზე დავით აღმაშენებლის გამზირისა და მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის პროექტზე ისაუბრეს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო მსახურების დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბრძანა, რომ "დღეს ეკურთხა მთელი ფიზიკური სამყარო".
ჩინეთის ეკონომიკა 2015 წელს 6.9%-ით გაიზარდა, 2014-ში კი ზრდა 7.3%-ს შეადგენდა. ჩინეთის ეკონომიკურმა ზრდამ მეოთხედ საუკუნეში ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებელი შეადგინა.
ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის ეზოში არსებულ დიდ აიაზმაში ამ წუთებში წყლის კურთხევა მიმდინარეობს.
გაეროს განცხადებით, ერაყში სამოქალაქო პირებზე ძალადობის შემაშფოთებელი მაჩვენებლი კვლავ შენარჩუნებულია და 2014 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 31 ოქტომბრამდე სულ მცირე 18 800 ადამიანია მოკლული. ახალი ანგარიშის თანახმად, დროის ამ მონაკვეთში ასევე ქვეყნის შიგნით 3.2 მილიონი ადამიანი გახდა დევნილი.
ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, სადღესასწაულო ლიტურგია მიმდინარეობს. წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელთმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.