თბილისის მერის მოადგილის თანამდებობაზე გიორგი სოლომონიას "ქართუ ჯგუფის" ხელმძღვანელი გიორგი ლილუაშვილი შეცვლის. დავით ნარმანიას მიერ ლილუაშვილის წარდგენა მერიაში 11:00 საათზეა დანიშნული.
მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით, საავტომობილო გზებისგარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოქმედებს.
სულ მცირე სამი ადამიანი გარდაიცვალა ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში აფეთქებების სერიის შედეგად. BBC -ს ცნობით, აფეთქებები სარინას სავაჭრო ცენტრის გარეთ, საპრეზიდენტო სასახლისა და გაეროს ოფისის სიახლოვეს მოხდა.
ნავთობზე ფასების დაცემამ შესაძლოა აიძულოს რუსეთი გადახედოს თავის 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს, ამის შესახებ გამაფრთხილებელი განცხადება პრემიერ მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა გააკეთა.
"მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სტრატეგიული თანამშრომლობა კომპანია „სოკართან“ უაღრესად მნიშვნელოვანია" – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კომპანია „სოკარის“ პრეზიდენტ როვნაგ აბდულაევთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, აზრებაიჯანული კომპანია "სოკარის" წარმომადგენლებთან, პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ აზრებაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, რომელთანაც თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
SOCAR Energy Georgia- ს ხელმძღვანელმა, მაჰირ მამედოვმა საქართველოს პრემიერთან და ენერგეტიკის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ კომენტარი მედიასთან გააკეთა.
ირანმა მის ტერიტორიულ წყლებში დაკავებული 10 ამერიკელი მეზღვაური გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა.
მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, Fifa -მ გენერალური მდივანი ჟეღომ ვალკი თანამდებობიდან გადააყენა.
პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა და ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიედრიუს პუოჯუნასმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.