საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ კონგრესისადმი მის ბოლო მიმართვაში მძლავრად დაიცვა მისი მემკვიდრეობა. მან დაგმო ის ნეგატიური ტონი, რაც მიმდინარე საპრეზიდენტო კამპანიას ახლავს და განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს აქვს "ყველაზე მძლავრი, ყველაზე გამძლე ეკონომიკა მსოფლიოში".
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, კალა–უშგულის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნა.
ირანმა 10 ამერიკელი მეზღვაური დააპატიმრა მას შემდეგ, რაც გავრცელებული ცნობით, ორი მცირე ზომის საპატრულო ხომალდი სპარსეთის ყურეში ირანის ტერიტორიულ წყლებში შევიდა. ამის შესახებ BBC შეერთებული შტატების ოფიციოზზე დაყრდნობით იტყობინება.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ბარაქ ობამა არ გამორიცხავს, ნოემბერში ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში მილიარდერმა დონალდ ტრამპმა გაიმარჯვოს.
ბოლო ინფორმაციით, სტამბოლში დღეს მომხდარი ტერაქტის შედეგად, დაღუპულია 11 და დაშავებულია - 15 ადამიანი. დაღუპულთა შორის არიან გერმანიის, პერუს, სამხრეთ კორეისა და ნორვეგიის მოქალაქეები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი სტამბოლში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
პოლიციამ გერმანიის ქალაქ ლაიპციგში 211 ადამიანი დააპატიმრა მას შემდეგ რაც "ანტი-ისლამიზაციის" დემონსტრანციაზე გამოსულმა ულტრა-მემარჯვენე მხარდამჭერებმა ვანდალურად დაარბიეს შენობები და დაწვეს ტრანსპორტი. არეულობის დაწყებამდე ათასობით აქტივისტი პროტესტს მშვიდობიანად გამოხატავდა. ამის შესახებ BBC იუწყება.
ვიცე პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ "გაზპრომს" სომხეთისთვის მიწოდებული გაზის სანაცვლოდ, საქართველოსთვის ტრანზიტის საფასურის ფულად ანაზღაურებაზე უნდა დავთანხმდეთ.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ინფორმაციას ამის თაობაზე ეროვნული ბანკის ვებგვერდი ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.