ე.წ. კოკაინის საქმეზე ბრალდებულ ანასტასია ზაუტაშვილის შვილი, ლაშა ორბელაძე, რომელიც ამჟამად ბელორუსში იმყოფება, ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძისთვის ქრთამის გადახდას ადასტურებს.
"სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2016 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ" დადგენილების პროექტს საქართველოს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე განიხილავს.
თოვლის, ლიპყინულისა და მდინარის ადიდების გამო, მოძრაობის სპეციალური რეჟიმები დაწესებულია ორ საავტომობლო გზაზე.
ელექტროსისტემაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილსა და მინისტრებს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიაწოდა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ გზების გაწმენდასთან დაკავშირებით გარკვეულ პრობლემებს ჰქონდა ადგილი. ჯავახიშვილის თქმით, ამ მხრივ განსაკუთრებით რთული მდგომარეობა იყო ცაგერის მიმართულებით.
თხოვნა მექნება, რომ, როგორც ახალი წლის დღეებში, ყველა თქვენთაგანი პირადად იყო დღე და ღამე ჩართული, პრობლემების აღმოფხრაში, ასე გავაგრძელოთ, - მიმართა პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე მინისტრებს მას შემდეგ, რაც მათგან უამინდობის გამო შექმნილი პრობლემების შესახებ ინფორმაციები მოისმინა.
შევეცადოთ, რომ კარგი კომპანიები წავახალისოთ, ხოლო იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც ვერ ასრულებენ ვალდებულებებს, გამოვიყენოთ სანქციები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
დაახლოებით 95 სახლი განადგურდა დასავლეთ ავსტრალიის ქალაქში, ტყეში გაჩენილი ცეცხლის შედეგად. ხანძრის სწრაფად გავრცელებას ძლიერმა ქარმაც შეუწყო ხელი. ამ დროის მონაცემებით, სამი ადამიანის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ, პერსის სამხრეთით მდებარე ისტორიული ქალაქის იარლუპის 1/3 კი მიწასთან არის გასწორებული.
საქართველოს მთავარი პროკურატურა ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის, დავით კირკიტაძის ძმის, ირაკლი კირკიტაძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარია 4 იანვარს მომხდარი შემთხვევის დეტალებზე და ბრალდების მხარის მიერ მოთხოვნილი პატიმრობის გამოყენების საჭიროებაზე.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დავით კირკიტაძის ძმის, ირაკლი კირკიტაძის დაკავების ფაქტს ეხმაურება. როგორც ენმ-ს დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი აღნიშნავს, ესაა შერჩევითი სამართლის კლასიკური მაგალითი, რითაც ხელისუფლება ცდილობს გარდაბნის გამგებლის არჩევნებზე, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ დავით კირკიტაძეზე ზეწოლა განახორციელოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.