"მამუკა ახვლედიანი რამდენიმე მოსამართლეს ლობირებს, მათ შორისაა ჯემალ კოპალიანი, რომელმაც ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმით "გაითქვა" სახელი და ასევე ნინო სანდოძე, რომელმაც 26 მაისს დაკავებულთა საქმეები განიხილა".
"თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის განცხადება, რომელიც უარყოფით შეფასებებსა და შეხედულებებს შეიცავდა კოლეგების მიმართ, მოსამართლეთა კორპუსის სრული უმრავლესობისთვის მოულოდნელი და მიუღებელი აღმოჩნდა" - ნინო გვენეტაძე.
საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ”ბრავო“ ასეულის პირადი შემადგენლობა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, პროვინცია მაზარ-ი-შარიფში ჩავიდა და ბაზა მარმალზე განთავსდა.
გერმანიის ქალაქ კიოლნში ახალი წლის წინა ღამით ჩადენილი დანაშაულის რიცხვი 516-მდე გაიზარდა, რომელთაგან 40% სექსუალურ ძალადობასთანაა კავშირში. BBC -ს ცნობით, ამის შესახებ ქალაქის პოლიციამ განაცხადა. პოლიციის ცნობითვე, ეჭვმიტანილთა უმრავლესობას გერმანიაში თავშესაფრის მძებნელი ჩრდილო აფრიკელები მიგრანტები შეადგენენ.
"დიპლომატთა კლუბს" დაუშვებლად მიაჩნია, კახა კალაძე ენერგეტიკის მინისტრის პოსტს იკავებდეს. ამის შესახებ ნათქვამია "დიპლომატთა კლუბის" განცხადებაში, რომელიც საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და "გაზპრომს" შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს ეხება.
გუდაურში უბედური შემთხვევის შედეგად 12 წლის გოგონა გარდაიცვალა. ტრაგედია პირველ სასრიალო სპორტულ ტრასაზე მოხდა.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, დავით ბაქრაძის აზრით, ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესი საბოლოოდ ზაფხულისთვის დასრულდება.
ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი, ალი ნასერ ალ-ობეიდი ერაყის ქალაქ ბარვანაზე განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად მოკლეს.
თურქეთის არმიასა და ქურთ ამბოხებულებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად 13 ადამიანია დაღუპული. ამის შესახებ "როიტერსი" ძალოვან უწყებებში სანდო წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული აღდგენითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 206–ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.