გარდაბნის მუნიციპალიტეტში გამგებლის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის ვადა ამოიწურა.
მიგრანტების რიცხვმა, რომელთაც წელს ევროპის სახმელეთო თუ საზღვაო საზღვრები გადალახეს, მილიონს გადააჭარბა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC მიგრანტთა საერთაშორისო ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. გასულ წელთან შედარებით რიცხვი 4-ჯერ არის გაზრდილი.
გავლენიანი გამოცემა The Financial Times-ი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სტატიას აქვეყნებს.
უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, სად გადავა სამუშაოდ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. მინისტრმა ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ინვესტორთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, უწყება სულ მცირე 3 თვე კიდევ დარჩება შენობაში.
სასამართლოში შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის დაკითხვა დაიწყო. კაპანაძე, ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდების მხარის მოწმის სტატუსით იკითხება.
საქართველოს ხელისუფლებას და სასამართლოს ეძლევა შესაძლებლობა პარასკევს დაგეგმილ კენჭისყრაზე არჩევანი ტრადიციულ უსამართლობასა და სასამართლოს რეპუტაციას შორის გააკეთოს.
ოფიციალური ცნობით, ავღანეთის სამხრეთ პროვინციის, ჰელმანდის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ სანგინზე თალიბების თავდასხმის შემდეგ პოლიციის მთავარი ოფისი ალყაშია მოქცეული. ამის შესახებ BBC იუწყება. თუმცა ურთიერთსაპირისპირო ცნობები ვრცელდება იმის თაობაზე, თუ ვინ აკონტროლებს ქალაქს ჰელმანდის პროვინციაში.
ე.წ. კაბელების საქმეზე დღეს შეიარაღებული ძალების გენ შტაბის უფროსი დაიკითხება. "რუსთავი2"-ის ინფორმაციით, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე საქალაქო სასამართლოშია დაბარებული. პროცესი საქალაქო სასამართლოში 12 საათზეა ჩანიშნული.
უეფა-ს ეროვნულ ფედერაციებთან ურთიერთობის მენეჯერი, დავით პეტრიაშვილი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას მთავარ პროკურატურაში ადასტურებენ. მათივე ინფორმაციით, გამოძიებას ამ დროისთვის არავინ დაუკავებია.
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 206-ე კილომეტრზე დაზიანებული საგზაო მონაკვეთის აღდგენა, შესაძლოა, საღამოსთვის მოხერხდეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.