ყველას გვესმის, რომ ჩვენს წინაშე საერთო საფრთხეა და ეს საჭიროს ხდის თანამშრომლობას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ ISIS-ს საფრთხესთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა.
"რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, ასევე ევროპული და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის მიერ განხორციელებულ რეფორმებს", - ნათქვამია "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ" განცხადებაში, რომელიც რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის ევროპულ საქმეთა კომიტეტმა 2015 წლის 24 ნოემბერს მიიღო.
„ჩვენი მიზანია ნატო-ს წევრობა, ალიანსის გადასაწყვეტია რა ინსტრუმენტებით უზრუნველყოფს საქართველოს გაწევრიანებას. ჩვენ დღეს გაგვაჩნია ყველა საჭირო ინსტრუმენტი ამისთვის, მათ შორის ნატო-ს სამხედრო ძალებთან თავსებადობის კუთხით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“- ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბრიუსელში განაცხადა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ "ისლამურ სახელმწიფოსთან" შესაძლო კავშირის გამო დაკავებულ ოთხივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი ISIS-ისთან კავშირში ბრალდებულების დაკავების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აშშ მზად არის, მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში საქართველოს მხარი დაუჭიროს.
საქალაქო სასამართლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ "ისლამურ სახელმწიფოსთან" შესაძლო კავშირის ბრალდებით დაკავებული პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. სუს-ის მიერ დაკავებული პირების მიმართ პროკურატურა პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირის ბრალდებით 4 პირი დააკავა. როგორც ცნობილია, ოთხიდან სამი დაკავებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალის მცხოვრებია. ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან საუბარში დაკავებულთა ოჯახის წევრები გამორიცხავენ მათ კავშირს ISIS-თან და აცხადებენ, რომ იარაღი სპეცოპერაციის დროს ჩაუდეს.
დიდი ბრიტანეთის პარლამენტი სირიაში საჰაერო ოპერაციის დაწყების საკითხზე მიმდინარე კვირას იმსჯელებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა, დევიდ ქემერონმა განაცხადა, დებატები, სავარაუდოდ, ორ დეკემბერს გაიმართება.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენს მეზობლებს შორის ურთიერთობა არ იყოს დაძაბული" - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა "როსსელხოზნადზორის" ოფიციალური წარმომადგენლის, ალექსეი ალექსეენკოს განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირის ბრალდებით 4 პირი დააკავა.
ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე სუს-ის უფროსის მოადგილემ, ლევან იზორიამ განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.