ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაცია დაიწყო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

სრულად...

თბილისის მერმა საზოგადოებას ახალი მიკროავტობუსები წარუდგინა, რომლებიც პირველ თებერვლამდე მთლიანად ჩაანაცვლებს ყვითელ მიკროავტობუსებს. ამჟამად, დედაქალაქში მოძრაობს 465 მიკროავტობუსი, დღეიდან პირველ თებერვლამდე კი მარშრუტებზე განაწილდება დანარჩენი 535 მიკროავტობუსიც.

სრულად...

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14 315.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 25.6 პროცენტით მეტია - აქედან, ექსპორტი 4 242.3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ანუ გაზრდილია 26.9 პროცენტით, ხოლო იმპორტი 10 073.3 მლნ. აშშ დოლარს, რაც 25.1 პროცენტით მეტია. საქართველოს.

სრულად...

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების შერჩევის მიზნით კონკურსი კიდევ 2 თეატრში ცხადდება. ამჯერად, სამინისტრომ კონკურსი სსიპ თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის და სსიპ თბილისის მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევად გამოაცხადა.

სრულად...

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 38 306 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 896 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 410 PCR ტესტით.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, საუბარი შეეხო ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას და პოზიტიურ დინამიკას ორმხრივ ურთიერთობებში.

სრულად...

GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, იგი ფიქრობს, რომ რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი „ინტერვენციას“ მოახდენს უკრაინაში, მაგრამ მას არ სურს „სრულმასშტაბიანი ომი“. პრესკონფერენციაზე, რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ ბაიდენმა თქვა: „ჩემი ვარაუდით, ის მოახდენს ინტერვენციას, მან რაღაც უნდა გააკეთოს“. მაგრამ აშშ-ის ლიდერმა გააფრთხილა რუსეთის პრეზიდენტი, რომ იგი „სერიოზულ და ძვირ ფასს“ გადაიხდის დასავლეთის „გამოცდისთვის“.

სრულად...

ნათლისღება იმდენად დიდი დღესასწაულია, რომ ყველა ადამიანი უნდა ეზიაროს ამ მადლს. ეს მადლი უნდა მიიღოს ყოველმა ადამიანმა, - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ერთობლივი ძალისხმევით, საქართველოს, იორდანიაში, მაცხოვრის ნათლობის ადგილზე, მდინარე იორდანესთან, 4 000 კვ.მ მიწა გადაეცა.

სრულად...

საქართველოს გადაეცა მიწა მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ. პატრიარქის კურთხევით, აქ აშენდება ქართული კულტურის ცენტრი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მთავრობის მეთაური ამბიონზე მიიწვია.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი