„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 281 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 552 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2022 წლის 17 იანვრის N5 და N6 ბრძანებების საფუძველზე საპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი კონკურსები გამოცხადდა.
ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაცია იწყება. ინფრასტრუქტურული პროექტი მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან ლეხ კაჩინსკის ახლადრეაბილიტირებულ ქუჩამდე არსებულ (1,7კმ) საგზაო მონაკვეთ სმოიცავს.
სამუშაო შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა გუბერნატორებთან რეგიონებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა და ხაზი გაუსვა შესაბამისი სამუშაოების მოკლე ვადებში განხორციელების აუცილებლობას. პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს მოსახლეობისთვის პრიორიტეტული პროექტების განხორციელებას და ამ პროცესში გუბერნატორების როლი გადამწყვეტია.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს - გუბერნატორებს შეხვდა.
ჩვენი სურვილია, შევქმნათ საქართვლოში სპეციალური საერთაშორისო ფინანსური ზონები. ჩვენი ვარაუდით, მათი შექმნა და განვითარება ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, თანამედროვე ფინანსური, ტექნოლოგიური სიახლეების გაზიარებას და ქვეყნის რეგიონულ ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
დაპირებისამებრ, ჩვენ დღეს მოვაწერეთ მთავრობის განკარგულებას ხელი, შესაბამისად, გაიხსნა უკვე თურქეთის ბაზარი და თურქეთიდან შემოვა მაღალი ხარისხის GMP სტანდარტების შესაბამისი წამლები, მედიკამენტები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„სასწრაფოდ გაუქმდეს პარაზიტი, ვადააფეთქებული 30 წლის წინათ ფორმირებული, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო და დათხოვნილი იქნას ყველა ამგვარი სამთავრობო ფულიჭამია უწყება, გამონთავისუფლებული მილიონები მოხმარდეს დევნილთა პირობების გაუმჯობესებასა და მათ გაადარჩენას“, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში წერს.
ქალბატონი მზექალა ენათმეცნიერია, აკადემიკოსი, მაგრამ მისი მრავალმხრივი ღვაწლი ერთი კონკრეტული დარგის ფარგლებს აშკარად სცდება:
აფხაზეთის მთავრობა დასაშლელია, მათი საქმეები შესასწავლი და შესაბამისი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ხელმძღვანელ პირებს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში დევნილთა მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბრეგაძე წერს.
არ ვიცი, რა „მიზეზით“ ავხსნა ისეთი აბსურდული, უტიფარი, ბრიყვული "მოთხოვნები", რომლებიც რუსეთმა წაუყენა დასავლეთს, კერძოდ, აშშ-ს და ნატო-ს, გარდა ერთისა, - ზებგერითი ბირთვული რაკეტებით მათი დაშანტაჟებისა, - რომლებიც აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს და საფრანგეთს - "ჯერჯერობით" არა აქვთ შეიარაღებაში! ეტყობა, ამით "ისარგებლა" პრეზიდენტ-პოლკოვნიკმა პუტინმა და იაფფასიანი შანტაჟის გზით სურს - "ვიდეო კასეტასავით უკან გადაახვიოს" მსოფლიოს ისტორიული მოვლენების უკანასკნელი 25 წლიანი პერიოდი!
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, საავტომობილო გზებზე მოძრაობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.