დაგეგმილი ღონისძიების გამო, დღეს 23:00 საათიდან 20 იანვრის 13:00 საათამდე, თბილისში, ევროპის მოედანზე, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 63 605 კვლევა ტესტით, მათ შორის 33 350 კვლევა ანტიგენის ტესტით და 30 255 PCR ტესტით.
საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად პოლონეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი იმყოფება. გენერალ რაიმუნდ ანდჟეიჟაკს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი მასპინძლობს. თავდაცვის სამინისტროში გენერალური შტაბის სამწყობრო მოედანზე გამართული დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, ქართველმა და პოლონელმა კოლეგებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები პირისპირ შეხვედრაზე განიხილეს.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა. გამოძიების მიერ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, იურიდიული პირების საბანკო ანგარიშებზე დაყადაღებულია 6 436 694 აშშ დოლარი, 30 402 ევრო და 15 332 ლარი. აგრეთვე, ყადაღა დაედო ბრალდებულების ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებულ ძვირადღირებულ უძრავ ქონებას. ინფორმაციას ამის შესახებ გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მსოფლიოში საგრძნობლად არის გაზრდილი კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი და შესაბამისად, ზრდა იქნება საქართველოშიც.
საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვის მაჩვენებელი და ვაქცინაციის პროცესი განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 56 367 კვლევა ტესტით, მათ შორის 38 892 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 475 PCR ტესტით.
„გენერალურმა მდივანმა მკაფიო პოზიცია დააფიქსირა იმასთან დაკავშირებით, რომ არ იქნება არანაირი გადახედვა ნატოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, რომ მთავარი პრიორიტეტი და წითელი ხაზები გადის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე და ჩვენს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე.“ - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.
ტელეკომპანია „პირველი“ კვლავ განაგრძობს დეზინფორმაციულ კამპანიას თავდაცვის ძალების წინაღმდეგ. აღნიშნული ტელევიზია ამჯერად სრულიად გასცდა საღ აზრს, - განცხადებას ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.
„თურქეთიდან შემოვა მაღალი ხარისხის GMP სტანდარტების შესაბამისი მედიკამენტები“, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.