თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი უფასო სასადილოების დახურვასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თბილისის მერია მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას არ გეგმავს.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში და „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოეტ რეზო ამაშუკელის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო. მთავრობის მეთაურმა რეზო ამაშუკელის ოჯახს მიუსამძიმრა. სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელზეც სიტყვით ბრალდებული სააკაშვილი გამოდის. მას საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ედება ბრალი.
83 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი სპორტსმენი, პედაგოგი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპატიო პრეზიდენტი ჯანო ბაგრატიონი.
ქართველი სამხედროებისთვის ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით, საქართველოს თავდაცვის ძალებში ინფრასტრუქტურის სრული განახლება გრძელდება. 2022 წლის ბოლომდე ძირითადი სამხედრო ბაზების განახლება უკვე დასრულებული იქნება. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე რეგულარულად ეცნობა.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის გადაადგილებაზე შეზღუდვა მოქმედებს შემდეგ საავტომობილო გზებზე:
სამწუხარო მარტო ის კი არ არის, რომ ამ ხნის განმავლობაში ჩირქს ცხებდნენ და მორალურად კლავდნენ ხაზარაძეს, ჯაფარიძეს და წერეთელს, არამედ ისიც, რომ ამას აკეთებინებდნენ ახალგაზრა ე.წ.დამოუკიდებელ პროკურორებს, რომლებსაც ეს პროცესი მთელი ცხოვრება გაყვებათ შავ ლაქად.
ტიკარაძის ჩამოშორების შემდეგ თანამდებობებიდან გადადგომა მოუწიათ მის მოადგილე გიორგი წოწკოლაურსა და ამავე უწყების დევნილთა სააგენტოს უფროს ბესარიონ სიმონიშვილს. პირველი 3 იანვარს წავიდა, მეორე - დღეს. სიმონიშვილის სამსახური მილიონებს განკარგავს, მათ შორის დევნილების ბინების მშენებლობას. ამ ფულის კონტროლი ახლა ღარიბაშვილის ხელში გადავა.
თბილისის საქალაქო სასამართლო მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ სასამართლომ ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა და სამივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო სს „თიბისი ბანკის“ კუთვნილი 16 664 000 აშშ დოლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.