საქართველო არის ერთგული და მყარი კანდიდატი ნატო-ს წევრობის, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს აპატურაიმ თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" მიმდინარეობს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის განცხადებით, მომავალი წლის 26 მაისის კვირეულის ფარგლებში საქართველოში გაიმართება ძალიან მაღალი დონის კონფერენცია, რომელიც ვარშავის სამიტის წინ იქნება ერთგვარი მთავარი გზავნილის შემცველი.
ცალსახად ვაცხადებ, რომ ურთიერთობები რუსეთთან ვერ დალაგდება ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო "ჰოლიდე ინ"-ში, სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მესამე ფორუმზე განაცხადა.
მიმდინარე მოვლენები იმათ წისქვილზე ასხამს წყალს, ვინც საქართველოს ევროინტეგრაციას ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან საუბარში ორგანიზაცია "ფრიდუმ ჰაუსის" ყოფილმა პრეზიდენტმა და ადამიანის უფლებების მიმართულებით "მაკკეინის ინსტიტუტის" დირექტორმა, დევიდ კრამერმა განაცხადა.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმეზე სასამართლო განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს განახლდება. პროცესი დღეს, 10:00 საათზე დაიწყება. სარჩელის განხილვისას შუამდგომლობების ეტაპი დასრულებულია.
ბექა ღვინიაშვილი ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მან აბუ დაბიში მიმდინარე შეჯიბრზე ზედიზედ 5 შეხვედრა მოიგო და არც ერთ დაპირისპირებაში მცირე პრობლემაც კი არ შექმნია. მან ყველა შეხვედრა იპონით მოიგო და ჯამში ხუთი შეხვედრის მოგებას 5 წუთი და 37 წამი მოანდომა.
საქართველოს პრეზიდენტი არ აპირებს გააკეთოს განცხადებები კულუარულ საუბრებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის პრეს-სამსახურის უფროსმა, თინათინ მჟავანაძემ ბიძინა ივანიშვილის მიერ გიორგი მარგველაშვილთან დაკავშირებით გუშინ ტელეკომპანია "იმედის" ეთერით გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას განუცხადა.
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი ტონი ბლეერი ერაყის ომის შეცდომების გამო ბოდიშს იხდის და აღიარებს რომ კონფილქტმა Isis -ის აღმოცენებას შეუწყო ხელი, თუმცა იგი ამართლებს 2003 წელს ერაყში შეჭრას.
უნდა გახსოვდეთ, რომ მოძღვარი, პატრიარქი, მღვდელმთავარი კი არ კურნავს, არამედ კურნავს უფალი, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების ტაძარში, საკვირაო ქადაგებისის ბრძანა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.