თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, გარკვეულ კომპანიებს დადგენილ ვადებში შესაბამისი სამუშაოების შესრულება უგვიანდებათ, რაც სამართლიანად იწვევს მოსახლეობის უკმაყოფილებას, რის გამოც მან ზედამხედველობის სამსახურს "ქუჩების, მოედნების, სკვერების თვითნებურად გადათხრის" ფაქტების შესწავლა დაავალა.
მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ მომზადებული “ბიზნესის წარმოების” ახალ რეიტინგში, საქართველოს ეკონომიკა, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის წამყვან ოთხეულში, მე-4 ადგილზეა.
სამაუწყებლო კომპანია "სტერეო+"-ის განმარტებით, სატელევიზიო არხების გათიშვა წმინდა ტექნიკური ხასიათის ხარვეზი იყო. "სტერეო+"-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, რომ გუშინ, 20:22 საათზე, 2014 წლის 25 დეკემბრის შემდეგ პირველად, მოხდა "სტერეო+"-ის სათავო სადგურის ძირითადი სერვერის ავარიული ტექნიკური გათიშვა, რომლის ფუნქციონირებაც თავის თავზე სარეზერვო სერვერმა აიღო.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, პრეზიდენტის მრჩევლის პოსტს, რომელიც ფიქრია ჩიხრაძემ მიიღო, გია ხუხაშვილი და ხათუნა ლაგაზიძე ორი წელია ელოდებოდნენ, - ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა.
რუსული გაზით დღეს მთელი ევროპა მარაგდება და საქართველომ რომ იყიდოს, ამაში არავითარი კრიმინალი არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "გაზპრომთან" მიმდინარე მოლაპარაკებების კომენტირებისას განუცხადა და დაამატა, რომ ქართული მხარე და თავადაც ცდილობს, რომ ირანული გაზიც შემოვიდეს საქართველოში.
"ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ გარემოში, როდესაც ფაქტობრივად ყოველ დღე ვხედავთ ახალ, ამაზრზენ ვიდეოებს. ეს ის სტრესული გარემოა, რომელშიც საზოგადოება ცხოვრობს" - ამ სიტყვებით ეხამურება საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეომასალების თემას.
ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის მტკიცებით, წინა ხელისუფლებამ ტელეკომპანია "რუსთავი 2" 300 000 ლარად დაათმობინა, მაშინ როდესაც ის 7 300 000 დოლარად შეიძინა. ამის შესახებ ხალვაშმა ჟურნალისტებს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა და ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დეტალებიც გაამჟღავნა.
ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში საქართველოს პრეზიდენტს ტელეკომპანია "რუსთავი 2-თან" დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესებზე მონიტორინგის განხორციელებას თხოვს, რადგანაც მისი თქმით, "არის მცდელობა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოახდინოს გადაწყვეტილებაზე ზეგავლენა".
საქართველოს ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში საინვესტიციო და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს შეხვდება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გუშინდელ შეხვედრაში რაიმე განსაკუთრებული და საგანგებო არ ყოფილა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.