საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე პრემიერი, კახა კალაძე "გაზპრომის" ხელმძღვანელს, ალექსეი მილერს იტალიის ქალაქ მილანში შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს საპატრიარქოში შეხვდა. პრეზიდენტმა პატრიარქს მადლობა გადაუხადა ქადაგებების დროს გაჟღერებული უმნიშვნელოვანესი გზავნილებისათვის.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის სასახლეში პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეფასებით, თუკი სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მუხლით გამოძიების დაწყების საფუძველი მხოლოდ გამოქვეყნებული მასალა გახდა, "ეს უკიდურესად დამაზარალებელი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც ასეთ დოკუმენტზე ასეთი გამოძიება დაიწყო".
პროკურორი ხომ არ ვარ, გენაცვალე, 315-ე მუხლი რა არის, სულ არ ვიცი, - აღნიშნული კომენტარი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა სახელმწფო უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით გამოძიების დაწყებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
თუ ვარშავის სამიტზე რუსეთს არ უთხრეს, რომ ევროპა არ დაუშვებს ახალი "რკინის ფარდის" ჩამოშვებას, ეს იქნება კრემლის გამარჯვება, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
ხმაური იყო რამდენიმე წუთის წინ მთავრობის ადმინისტრაციაში, სადაც მთის განვითარების სახელმწიფო კომისიის სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის 3 დეპუტატი დასასწრებად მივიდა, თუმცა მათგან მხოლოდ ერთი, ტარიელ ლონდარიძე შეუშვეს.
მოლოდინი, რომელიც ნატო-სთან მიმართებაში აქვს ქართველ ხალხს ფერმკრთალდება, რადგან რეალობა უხეშია - ეს განცხადება თინა ხიდაშელმა თავდაცვისა და უსაფრთხოების კონეფრენციაზე გააკეთა.
ჩვენ არ გვინდა, გამოვაგზავნოთ ისეთი სიგნალი, რომელიც რუსეთის პროვოცირებას მოახდენს, - ამის შესახებ თბილისში მიმდინარე თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.
საქართველოს აქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი, რომ შეუერთდეს ნატო-ს წევრს ქვეყნებს, - ამის შესახებ სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში მიმდინარე სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მესამე ფორუმზე ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.