მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სასამართლო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, „ლელოს“ დამფუძნებელმა, რომელიც მოსამართლემ სხდომიდან გააძევა, მედიასთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ დღეს საქართველოში მთავარი პროკურორი, მთავარი მოსამართლე, შინაგან საქმეთა მინისტრი და სუსის ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილი არის.
ის, რაც მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ „სასამართლო პროცესზე“ ხდება, უსინდისო და თავზეხელაღებული პოლიტიკური დევნაა ოპოზიციის გამორჩეული ლიდერების, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციოალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.
ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე „ომიკრონის“ შტამის გავრცელების გავლენა და ჰოსპიტალური სექტორის მზაობა განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
ჩვენ შეიძლება პიკში შევიდეთ თებერვლის პირველ დეკადაში და შეიძლება იყოს დღიურად 60 000-მდე შემთხვევა, რომლიდანაც ლაბორატორიულად გამოვლინდება დაახლოებით 20-30%, ანუ შეიძლება სადღაც გვქონდეს დღიურად 10-15 000-მდე შემთხვევა, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
მნიშვნელოვანია, რომ სამთო კურორტებზე ჩასულმა დამსვენებლებმა მაქსიმალურად დაიცვან ქვეყანაში არსებული წესები და რეგულაციები, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მისი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც მიკროავტობუსების სრულად ჩანაცვლებას ეხებოდა, შესრულებულია.
ან პარლამენტიდან ბრძოლა და მისი ბერკეტების (მათ შორის საერთაშორისო) მაქსიმალურად გამოყენება, ან ამ ბერკეტების გამოყენებაზე უარის თქმა მოსალოდნელი შედეგებითურთ და სათანადო პასუხისმგებლობის გაზიარებით - ესაა ჩემი პოზიცია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი, დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელ „Facebook“-ში წერს.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 57 546 კვლევა ტესტით, მათ შორის 39 284 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 262 PCR ტესტით.
GUARDIAN.GE -57 წლის ამერიკელი მამაკაცი, დევიდ ბენეტი, პირველი ადამიანი გახდა მსოფლიოში, რომელსაც გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორის გული გადაუნერგეს, იტყობინება BBC. ოპერაცია 7 საათი მიმდინარეობდა და სამი დღის შემდეგ პაციენტი თავს კარგად გრძნობს. გულის ტრანსპლანტაცია მისთვის სიცოცხლის შენარჩუნების ბოლო შანსი იყო, თუმცა ჯერ უცნობია, როგორი იქნება მისი გადარჩენის გრძელვადიანი შანსები.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას კობა ნაყოფია დაიკავებს, პარტიის გენერალური მდივანი კი პეტრე ცისკარიშვილი ხდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.