13 ივნისს, სტიქიის დროს დაკარგული ელიზბარ ბაღაშვილის ცხედარი დღეს იპოვეს, - ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივ მაუწყებელს გარდაცვლილის ახლობლებმა მიაწოდეს. ცხედარი ჯერ სახლში მიასვენეს, შემდეგ კი პროზექტურაში გადაასვენეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა პრესკონფრენციაზე განაცხადა, რომ 2009 წლის საიდუმლო ბრძანების საფუძველზე გაცემული სპეციალური საშვები ძალადაკარგულად გამოცხადდა და ახალი საშვები ახალი რეგულაციების საფუძველზე გაიცემა.
საინფორმაციო საშუალებებით პროკურატურის თანამშრომლების მიერ „საგზაო მოძრაობის წესებით გათვალისწინებული აკრძალვებისა და შეზღუდვებისაგან განთავისუფლების დამადასტურებელი საშვის“ – ე.წ. ნარუშილოვკების გამოყენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ თანამდებობა დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა დაადასტურა. გავრცელებული ინფფორმაციით, სუდაძემ პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
ერთადერთი, რასაც ვინატრებდი დღეს, არის თქვენი მასპინძლობა ჩემს უმშვენიერეს ქვეყანაში, საქართველოში, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა , ნიუ-იორკში, საინვესტიციო ფორუმზე: Georgia-Making Business Easy შეკრებილ მსოფლიოს წამყვან ინვესტორებს.
ვაზიანში მეოთხე მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში "მტკიცე მხარდაჭერის" საერთაშორისო მისიაში ჩართვისთვის ქართული კონტინგენტის გაცილების ცერემონიალი გაიმართა.
ჩვენ ვაპირებთ რაც შეიძლება მეტი ამერიკული კაპიტალი მოვიზიდოთ საქართველოში, ამას ქვეყნისთვის აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქალაქ ნიუ-იორკში გამართული ეკონომიკური ფორუმის Georgia-Making Business Easy, შეფასებისას განაცხადა.
ნიუ ორკში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების, გიგი უგულავას, ვანო მერაბიშვილისა და ბაჩო ახალაიას შესაძლო შეწყალების საკითხს გამოეხმაურა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, შეწყალების მექანიზმი იყო და რჩება სახელმწიფოს ჰუმანურ ფუნქციად და მისი პოლიტიკური დისკუსიის ნაწილად განხილვა არ მოხდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიუ იორკში შეხვედრებს განაგრძობს. ირაკლი ღარიბაშვილი ამჯერად საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებს: Moody’s, Standard and Poor’s და Fitch-ის წარმომადგენლებს შეხვდა.
შსს-ს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დუშეთის რაიონის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული ტარიელ ლ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.